ბექა დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატის მანდატს მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ემოციური მოსაზრების გამოხატვის ფუფუნება არავის აქვს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი თანამემამულე საოკუპაციო რეჟიმის ტყეობაში იმყოფება.


„პირველი-სახელმწიფოს, ხელისუფლების, საკრებულოს უმრავლესობის და საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ამოცანა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა. 


ამისთვის სახელმწიფო ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს და სახელისუფლებო გუნდი ძალისხმევას არ აკლებს. 


მეორე- რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, არავითარი ემოციებისა და მოსაზრებების გამოხატვის უფლება და ფუფუნება არ აქვს არავის იმ პირობებში როდესაც ჩვენი თანამემამულე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. 


მესამე - ერეკლე კუხიანიძის მხრიდან გამოხატული პოზიცია, მისაღები არ იყო არავისთვის,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 


რაც შეეხება საკითხს, დატოვებს თუ არა ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს, ბექა დავითულიანის თქმით, საკრებულოს წევრის მოსაზრება და პოზიცია, მის მიმართ მანდატის დატოვების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. მას ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე შეუძლია მიიღოს.


„ამიტომ, ჩვენს მიმართ ამ მოთხოვნის დაყენება, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. რაც შეეხება მისი მოხსნის მოთხოვნას, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის.  საკრებულოს უმრავლესობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად იმსჯელებს  გაკეთებულ განცხადებაზე და აუცილებლად შეგატყობინებთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.


ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა. 


"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!" - დაწერა საკრებულოს წევრმა.


 


ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. 

EXCLUSIVE 20  - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, „აქსისის“ გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

უკრაინა დონბასში ეუთო-ს მისიის გაფართოებას ითხოვს

ოფიციალური კიევი დონბასში ეუთო-ს მისიის გახანგძლივებასა და გაფართოებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენი: უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად

"სამწუხაროდ, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ესპანეთი ქარიშხალ "გლორიას" ებრძვის

ძლიერმა ქარიშხალმა "გლორიამ" აღმოსავლეთ ესპანეთს გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თეა წულუკიანი: 8 წელი საკმარისია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს სისტემას

„2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაავდებულთა რიცხვი 300-მდე აღწევს. 

თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპული მოძრაობა ირლანდია" ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

თეა წულუკიანი: ალტერნატიული სასჯელები უნდა გამრავალფეროვნდეს და პატიმრებისთვის წახალისების მექანიზმები გახშირდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას პატიმრებთან ჰუმანური დამოკიდებულების პოლიტიკა აქვს.

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა.

ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ტრესე" აღმასრულებელ დირექტორს ბილ ლინგრენს შეხვდა.

"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსის" კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით "ევექსის" კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზესტაფონში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

ზესტაფონში 60 წლამდე კაცმა თავი მოიკლა.

 
რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საბჭომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

თეა წულუკიანი: ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდების კუთხით გამოწვევები გვაქვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, არა მხოლოდ პენიტენციურ, არამედ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის ხარისხიანი მიწოდებით კუთხით გამოწვევები არსებობს.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.