ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის თქმით, საქართველოს პოტენციალი აქვს უმაღლესი ხარისხის კარტოფილი აწარმოოს. 


"კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში. საქართველოს აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, როგორც სათესლე, ისე სამეურნეო დანიშნულების კარტოფილი. ჩვენი მთავარი მიზანია  ქვეყანაში შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პერსპექტიული ჯიშები, დავნერგოთ წარმოების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების კარტოფილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას.  ეს საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიტანოთ ქართული პროდუქცია ექსპორტზე", - აღნიშნა ნოზაძემ.


უწყების ინფორმაციით, მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციისა და მეკარტოფილე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, პერუდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილის 30 ჯიშის გამოფენა-დეგუსტაცია და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შესახებ გადაღებული ფილმის "შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი" პრეზენტაცია გაიმართა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.


მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.


2017 წლიდან, მეკარტოფილეობის დარგის განვითარების მიზნით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა.


"შემუშავდა კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მეკარტოფილების დარგის განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო დააკამყოფილებს ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას და გახდება კარტოფილის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში. სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეიქმნა სპეციალური  სახელმძღვანელოები  ფერმერებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის", - აცხადებენ სამინისტროში.


„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი კაუნასის მერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის "ღვინის ხალხი" პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.

სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

"ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times-ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence.

მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. 

ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ელისაშვილი ვანო მერაბიშვილზე: თავისი სათქმელი ვერ მოზომა

"სამოქალაქო მოძრაობა" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანაშრომლობას გამორიცხავს.

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის დაგმობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. 

თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

"ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

თათია მოლაშვილი: ელენე 2 წლის იყო, სულხანი ეხვეწებოდა, ერთხელ მაკოცნინეთო და არა, ამბავს გაიტანო

„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა, როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს  ქემლინ ფურლის უმასპინძლა.

 

ცესკოში „პერსონალური მონაცემების დაცვასთან“ დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

პომპეო და უცხოელი პარტნიორები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიო ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ სამთავრობო, ასევე მედიის, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევა და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედება.

მამუკა ბახტაძე: რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას ცდილობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევის განხორციელებას გამოეხმაურა.