საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ხორცით მომარაგდება

ჯარისკაცების კვებითი რაციონის გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალები ქართული, გაუყინავი ხორცით მომარაგდება, სასადილოები კი სრულად განახლდება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც PIA.GE -ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა.


"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამინისტრო, კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან იღებს ერთთვიან უფლებას, იმისათვის რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები უწყვეტად მომარაგდეს ქართული, გაუყინავი, ხორცით. ამ უფლების მოპოვების შემდეგ კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მოახდინონ მობილიზება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთანავე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.


სიახლეები მსგავს თემაზე

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე - 104 წლიანი სტატისტიკა

ქვეყნები, რომლებსაც ძლევამოსილებაზე და ზესახელმწიფოებრიობაზე ჰქონდათ პრეტენზია სამხედრო ხაჯებს არასდროს ერიდებოდნენ. ასე იყო ანტიკურ ეპოქაში, ასე იყო XX საუკუნეში და ასე იყო დღესაც. 

თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა

„2020 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩემი ხედვა ეფუძნება მხოლოდ ჯარისკაცების კეთილდღეობას - ჯერ ჯარისკაცი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „თავდაცვის მინისტრის 100 დღის ანგარიშის“ წარდგენისას. 

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი
დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს.

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში განათავსეს 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში არიან მოთავსებულები.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა.