გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობა კიდევ გასაგებია, იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ექსპერტი წერს, ხაზარაძე მედიატორის როლში ისე შეიჭრა, რომ ლოგიკაშიც აიჭრა და საკუთარ პარტნიორებსაც კი გადასწვდა!


„როგორც ჩანს, თბილისის სასამართლოს ეზოში გადაბარგებულ ხაზარაძეს, ერთადერთ იმედად პერფომანსი დარჩა, ხოლო ერთდროულად რეჟისორისა და მედიატორის როლში ისე შეიჭრა, რომ ლოგიკაშიც აიჭრა და საკუთარ პარტნიორებსაც კი გადასწვდა! საქართველოს მთავრობა კიდევ გასაგებია, იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ? პარლამენტში მოსახვედრად დაწყებულ კასტინგზე ასეთ „სიბრძნესაც“ არ ველოდი.... 18-დან 2 სასამართლო პროცესზე გამართული პერფომანსიდან, ორივეგან სრული ფიასკო: საქართველო VC სომხეთი და ახლა ADB და EBRD-ს რუსულ პროექტებში...
შემდეგს დაველოდები...


დღევანდელი მისი წარმოდგენაც, რომელიც ქვეშეთი-კობის მონაკვეთის, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია, რუსეთისათვის ხელშემწყობ ნაბიჯად გამოცხადება და მერე რუსულ ტანკებთან დაკავშირება, თითქოსდა ამ პროექტს სხვა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა არ ჰქონდეს, სხვა არაფერზე არ მიუთითებს.


დავიწყოთ წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით.
1. არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და ბუნებრივ მარშრუტზე და წელიწადში 98 დღის განმავლობაში დაკეტილია სატრანზიტო მოძრაობისათვის, ანუ მისი ეკონომიკური პოტენციალი არის დაბალი, ხოლო თავად ხეობა არის პრაქტიკულად ამოვარდნილი საერთო ეკონომიკური განვითარების კონტექსტიდან.


დღეს არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ სულ 11 კილომეტრით მცირდება. გარდა ამისა, ლამის ზამთრის საცობად ქცეული თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო იდეალურ შემთხვევაში 3 საათია, რეალურად გაცილებით მეტი, პროექტის დასრულების შემდეგ კი 1 საათით შემცირდება და ორი საათი იქნება, რაც თუნდაც ბიზნეს გადაზიდვების თვალსაზრისით პატარა ეფექტი არ არის, ტურისტულ ნაკადებზე და ამ ხეობის ეკონომიკურ მხარეზე არაფერი რომ არ ითქვას.


2. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. 9 კმ-იანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.


პროექტის ფარგლებში, ასევე, აშენდება 550-მეტრიანი თაღოვანი ხიდი, რომელიც წარმოადგენს ურთულეს საინჟინრო კონსტრუქციას და ამ ეტაპზე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. იგი, არქიტექტურული თვალსაზრისით, ორგანულად ჩაეწერება არსებულ ლანდშაფტში და სამომავლოდ საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იქნება.


3. ახლა კი მთავარზე, პროექტის დამფინანსებლები 415 მილიონი აშშ დოლარით აზიის განვითარების ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი „იბიარდია“ 60 მლნ აშშ დოლარით, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები ის უმსხვილესი ავტორიტეტული საერთაშორისი საფინანსო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ერთი „თი ბი სი ბანკის“ აქციონერია, ხოლო მეორე აზიის განვითარების ბანკი პარტნიორია, რომელმაც გასულ წელს ბანკის 100 მილიონამდე ობლიგაციური სესხის მოზიდვა უზრუნველყო.
და რა გამოდის, რუსულ პროექტში არიან ჩართულები?
ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.


ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.


გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.