სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი დროშა ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე ჩოხატაურში აღნიშნა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების ციხესიმაგრეზე აღიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და მომავალი თაობების აღზრდაში სახელმწიფო სიმბოლიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


"ჩემო თანამემამულენო მინდა ყველას სახელმწიფო დროშის დღე მოგილოცოთ. ეს დღე მინდა მოგილოცოთ გურიიდან, იმ კუთხიდან, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამიტომ, სიმბოლურია საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის გურიიდან მილოცვა.


უპირველესად მინდა, ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მივულოცო. ასევე ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომლებიც საქართველოს, სამშვიდობო მისიებში საქართველოს დროშით წარმოადგენენ.


ჩვენი დროშა, პირველყოვლისა სახელმწიფოს ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, წელს ამ ისტორიულ ადგილას, ერისთავების სასახლეში აღვმართეთ ჩვენი დროშა.


ვგეგმავ, რომ ეს დღე ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღვნიშნო. ნამდვილად, ჩვენი დროშის შუაგულში გამოსახული ჯვარი, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.


დროშაზე ის ყველაფერია დატანილი რაც საქართველოს ქმნის - მისი ქრისტიანობა, მისი წარსული.


ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშაა. ამ დროშით, ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, არამედ უკვე ვართ ევროპაში.


დროშის სიმბოლოებსა და ფერებში აისახება სამართლიანობა და სიმამაცე. ეს ის ფასეულობებია, რომლითაც ამაყობდა და ამაყობს საქართველო.


ეს დროშა, ჩვენი ერთიანობის დროშაა, მით უფრო მაშინ როდესაც აფხაზეთში ასეთი მძიმე მოვლენები ვითარდება, რომლებსაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება იყოს დაცული.


ჩვენ დღეს არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების დაცვის ბერკეტი, თუმცა ეს დროშა საქართველოს გამთლიანების იმედს წარმოადგენს. ის დღეს სრულიად საქართველოს დროშაა და მომავალშიც ასე იქნება.


ამ დროშის სახელით, ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება. ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები. ეს დროშა აერთიანებს ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უცხოეთში. ჩვენ საზღვრებს გარეთ სწორედ ამ დროშით ვართ ცნობილი. ამ დროშის ქვეშ, ქართველი სპორტსმენების არაერთი გამარჯვებით მრავალჯერ აღმართულა საქართველოს დროშა. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კიდევ მრავალჯერ აღიმართება საქართველოს დროშა.


მსურს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის მხოლოდ სიმბოლური შინაარსის მატარებელი. ის თქვენი თავის პატივისცემაა - თქვენი ქვეყნის, იმ ღირებულებებისა და ფასეულობების პატივისცემაა, რომლითაც ეს ქვეყანა აქამდე მოვიდა.


როგორც აღვნიშნე, ეს დროშა, ერთიანობის დროშაა, რომლის ღირსნი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის შიგნით, გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება. იმისათვის, რომ ამ დროშის ღირსნი ვიყოთ აუცილებელია დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რომლის სიმბოლოც ეს დროშაა - ქრისტიანობა, თავისი სიყვარულითა და ერთიანობით.


2020 წლის დასაწყისს, მინდა ყველას გისურვოთ რომ ვყოფილიყავით ამ დროშის ღირსეულად მატარებელი ერი, მსგავსად იმ ქართველებისა, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და დღემდე მოიტანეს. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ღირსი იმ მომავლის, რომლის სიმბოლოც საქართველოსთვის ეს დროშაა.


კიდევ ერთხელ მსურს კალანდობას, გურიიდან ყველას ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვოთ. მინდა მთელ საქართველოს და აგრეთვე მსოფლიოს ვუსურვო სიმშვიდე, რაც საერთო ადამიანური ფასეულობაა და ასე სჭირდება მსოფლიოს," -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.