14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

ქართული თეატრის წლევანდელი იუბილე თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, ისტორიული ჰერეთის – სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრს მიეძღვნა.

სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრი სახელმწიფო სტატუსის მქონე ერთადერთი ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ.


ქართული თეატრის დღის აღსანიშნად სპეციალური ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასმა, რომელიც სრული შემადგენლობით თბილისს აზერბაიჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია. ღონისძიების ფარგლებში ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ანზორ დოლენჯაშვილს, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, თეატრის მესვეურებს კი– „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დასის წევრებს ქართული თეატრის დღე პირადად მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


“წლევანდელი იუბილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თეატრალური   საზოგადოებისა და საქართველოს  თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, ეს დღე ეძღვნება ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხატვრული სიტყვა ხმამაღლა ისმოდეს ისტორიულ ჰერეთში. ხელისუფლების, ჩვენი სამინისტროს, მთელი ჩვენი საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდი თეატრის ხელმღვანელობას, რეჟისორებს, დასის თითოეულ წევრსა და თანამშრომელს. მათი დღევანდელი დაჯილდოება მხოლოდ მცირედი დაფასებაა იმ დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული საქმისა, რასაც ასეთი თავდადებით ემსახურებიან. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქართული თეატრის დღეს თითოულ მსახიობს, რეჟისორს, დრამატურგს, სცენოგრაფს, თეატრის ყველა მუშაკსა და, რასაკვირველია, ერთგულ მაყურებელს”,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


1980-1981 წლებში ისტორიული ჰერეთის სოფელ ალიბეგლოში თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები: მანანა   კვირკველია და მზია  მჭედლიშვილი ჩავიდნენ, რომლებმაც პირველი სპექტაკლი „სალამურა“ დადგეს. მოგვიანებით რეჟისორმა ანზორ დოლენჯაშვილმა საინგილოში ქართული პროფესიული თეატრი დააარსა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. დღეს თეატრის დასი 20 კაცისგან შედგება და მის რეპერტუარში  10 სპექტაკლია.


ქართული პროფესიული თეატრის ისტორიის მთავარი ეტაპი პოეტისა და დრამატურგის, გიორგი ერისთავის, სპექტაკლით „გაყრა“ იწყება, რომელიც მან 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დადგა.  ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.


 


გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.