დავით მათიკაშვილი: ირაკლი შოთაძე მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანი, როდესაც მან თანამდებობა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი TV-ს გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ განსაკუთრებული მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„არ ვიცი, გარკვეული შიში ამოძრავებთ მათ თუ ცუდი მოგონებები ირაკლი შოთაძესთან მიმართებაში. სწორედ შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს იქნა გამოძიებული უმეტესი საქმე, სადაც დამნაშავე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები იყვნენ. მისი მთავარი პროკურორობის დროს გაიხსნა რობაქიძის, 26 მაისის საქმეები, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და დარბევა. გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულდა შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს, ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ რა მოწონს და რა არ მოსწონს, აგონიაშია ეს ხალხი, იმდენად დაუძლეველი წინააღმდეგობა აქვს ამ პიროვნების მიმართ და სწორედ იმიტომაც, რომ ეს პიროვნება ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობებს კანონის ზედმიწევნით ცოდნით და მაღალი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე მოიქცა, როგორც მაღალი პროფესიონალი და მაღალი მორალის მქონე ადამიანი.


„მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მთავარი პროკურორი გადადგა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არა მხოლოდ მისი, როგორც ქვეყნის პირველ ბრალმდებლის მაღალპროფესიულ მხარეს უსვამს ხაზს, ამავდროულად, მის პიროვნულ ხასიათზე მეტყველებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.


მისივე თქმით, ეს არის ის კანდიდატურა, რომელსაც მხარს დაუჭერს მისი მოღვაწეობიდან და მისი პროფესიონალიზმიდან, მის მიერ კანონის ზედმიწევნით დაცვით დასრულებული საქმეებიდან გამომდინარე.


„ხორავას ქუჩის საკითხი მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი შოთაძეს აქვს პასუხისმგებლობა და იცის, რომ სკამი და თანამდებობა არ არის მთავარი. მთავარი არის სამშობლოს სიყვარული და მთავარი არის საზოგადოება. შოთაძე გადადგა და გამოძიება დასრულდა სხვა მთავარი პროკურორის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


ინფორმაციისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა.


წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.