POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.

„NDI საქართველოსთან 2003 წლიდან თანამშრომლობს. მუშაობდა საქართველოს პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამით ყველაფერი ნათქვამია, რადგან ყველას გვახსოვს თუ ვინ მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წელს და ვისთან თანამშრომლობდა NDI ”, - ამბობს გადაცემის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.

მისი თქმით, თუ ამ ინსტიტუტის კვლევების შედეგებს გადავხედავთ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ NDI დღემდე სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებასთან და მის გამხმოვანებელ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობს.

„ამ ინსტიტუტზე ვიცით, რომ წლებია ატარებს გამოკითხვებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. სად ატარებს ამ გამოკითხვას, ეგ სხვა საკითხია. ვიცით, რომ ადრე „რუსთავი-2“-ისა და დღეს ე.წ მთავარი არხის მიერ პიარდება, როგორც ყველაზე სანდო და გამჭვირვალე გამოკითხვების შედეგების ავტორი.

ჯერ კიდევ 2012 წელს, NDI დებდა კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ მხარს მოსახლეობის 18% უჭერდა. მოგვიანებით ცესკო აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს მოსახლეობის 55% უჭერდა.

2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენდიაიმ გამოაქვეყნა მორიგი კვლევის შედეგები და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს მოსახლეობის 10% უჭერდა მხარს. ცესკოს მონაცემებით კი მარგველაშვილის მხარდამჭერი მოსახლეობის 61% -ია.

2014 წელი - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს ნიკა გვარამიას ტელევიზიის მიერ ესოდენ სანდოდ გამოცხადებული კვლევების ინსტიტუტი NDI კვლავ ცდება. ამჯერად ნარმანიას - 39%-ს უწერს, ხოლო ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომპანია გადამწყვეტ 46%-ს.

არც 2016 წელს ვიღებთ განსხვავებულ სურათს, ისევ მკვეთრი და აშკარა სხვაობა - ამჯერად ენდიაიმ „ქართულ ოცნებას“ 15% დაუწერა, ხოლო საბოლოო შედეგების მიხედვით მან ხმათა 48% აიღო.

2017 წლის მერის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას კახი კალაძე იღებდა. იმდროინდელი რუსთავი -2-ისთვის სანდო და ავტორიტეტულმა NDI -მ კალაძეს 30% დაუწერა, ცესკომ კი 51% .

და ბოლოს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ NDI -ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობის 14% უჭერდა მხარს, ცესკოს მონაცემებით კი ზურაბიშვილმა პირველ ტურში 38% აიღო.

ის, თუ როგორი სანდო ან ავტორიტეტულია NDI და მის მიერ ჩატარებული მოკვლევა-გამოკითხვები თავად გადაწყვიტეთ”, - ამბობს გადაცემის წამყვანი.

ავტორი NDI -ის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ შედეგებზეც საუბრობს, საიდანაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ნეგატიურად 39%, ბიძინა ივანიშვილს 49% აფასებს ნეგატიურად და 17% დადებითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი 29 პროცენტით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, ორი დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს.

„2012 წელს NDI - ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპოზიციური ლიდერებიდან გამოკითხულთა 54% გიორგი თარგამაძეს უჭერდა ხმას, რომელმაც ბარიერიც კი ვერ გადალახა, 49% ინგა გრიგოლიას, 40% კი ბიძინა ივანიშვილს“, - იხსენებს გადაცემის წამყვანი.

მედია რენტგენის გუნდი დაინტერესდა, ვინ გამოკითხა NDI -მ და თბილისის მოსახლეობას თავად მიმართა კითხვთ - გამოუკითხიხართ თუ არა ოდესმე ენდიაის თანამშრომელს? რაზეც პასუხი იყო - არა.

„აქ ის კი არ არის უხერხული, რომ რომელიღაც კვლევითი ინსტიტუტი კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასიკეთოდ მუშაობს, არამედ ის, რომ მედიასაშუალება ცდილობს მოსახლეობას ეს რეალობას აცდენილი გამოკითხვები და ამ გამოკითხვების შედეგები სანდოდ და საიმედოდ შეუფუთოს და ისევ და ისევ მოსახლეობა მოატყუოს. ის არის სამარცხვინო, რომ მთელი დღის განმავლობაში ე.წ. „მთავარი არხი“ ზის და პირველ ამბად ყვება ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ინსტიტუტის, NDI -ის შედეგებს, რომლებიც როგორც წლებია, ისევე ახლაც კოსმიურად აცდენილია რეალობას, დროს და ლოგიკას“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

 


25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.