გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

„კვლევა არის არა არსებული მოცემულობის ასახვა, არამედ ამ მოცემულობაზე ზემოქმედების და მანიპულაციის ინსტრუმენტი. რამდენიმე ათეულ გვერდიან კლვევას ვერცერთი ტელევიზია ვერ გააშუქებს ამომწურავად. ეს კვლევა შეფუთულია, ვითომ აკადემიური ნაშრომი, შემდეგ მისგან მანიპულაციურად ხდება მოცემულობების განზოგადება, ამის შემდეგ იწყება სატელევიზიო პროდუქცია და პოლიტიკოსების განცხადებები“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


მისი თქმით, „რაც არ უნდა მიგაჩნდეს კვლევის ავტორს, რომ პირუთვნელად და სწორად ატარებ კვლევას, როცა შენი მიზანი დეკლარირებულია - საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა და გაძლიერება, ამის მიუხედავად, შედეგობრივად თესავ ნიჰილიზმს, ნიჰილიზმი ვერასდროს მოემსახურება დემოკრატიის გაძლიერებას“.


როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, კვლევასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი კითხვა. მაგალითად, რატომ არის დავით ბაქრაძე მუდმივად რეიტინგების სათავეში, რატომ არ არის კითხვარში გიგა ბოკერია, რატომ ვერ მოხვდა გაერთიანება „ლელო“, რომლის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე იმ კომპანიის (CRRC) სამეურვეო საჭოს წევრია, რომელიც NDI-ის დაკვეთით, საველე სამუშაოებს ატარებს.


„დავით ბაქრაძე რომ მუდმივად რეიტინგის სათავეშია, ეს კითხვა არის მარტივად დასმული - როგორ აფასებ ადამიანს - დადებითად თუ უარყოფითად. კეთილგანწყობის ინდექსი მედიაში ითარგმნება სიმაგრის და სიძლიერის ინდექსში, რაც არასწორია. ეს არის ის სფერო, სადაც კვლევის ავტორები იყენებენ დაშვებული მანიპულაციის საშუალებას. როცა NDI კითხულობს, შეიცვალა თუ არა 2012 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, რატომ არ იხსენებს 2008 წელს და რატომ ადარებს 2019 წლის შედეგებს 2014-ის 2016-ის და არა 2009-ის შედეგებს“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პროპაგანდისტული ინსტრუმენტი და მანიპულაცია ნარჩუნდება.


„ჩვენ ეს ისტორია გვახსოვს, საიდან იწყება. პროპაგანდისტული ინსტრუმენტები რაც წინა ხელისუფლებას გააჩნდა და შემდეგაც შეინარჩუნა, მათ დაამკვიდრეს ეს მანიპულაცია. როგორ მოვყევი, რა აქცენტით, რის საჩვენებლად, ეს იყო მთავარი რაც გვაღიზიანებდა და „ქართული ოცნების“ უნდობლობაც კვლევების მიმართ იქიდან იღებს სათავეს“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.


გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით, კვლევა ნაცმედიას საფუძველს უმზადებს აჟიოტაჟის ასატეხად, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს.


„კვლევაში არის ძალიან დიდი აცდენა, ძალიან დიდი წილია იმ ადამიანებისა, რომლებიც არ პასუხობენ, ველზე მუშაობს კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც არის ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლე. გარდა ამისა, თურმე სამეურვეო საბჭოშიც უკვე ერთერთი პარტიის ლიდერია და ამას არ იმჩნევენ. ჩვენს თვალწინ ყოველ წელს და წელსაც ვითარდება დრამა, რომ საზოგადოებრივი კვლევა იქცევა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების იარაღად“, - ამბობს შალვა რამიშვილი.



ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაცია  ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს

პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაციის პრეზიდენტი  და გენერალური მდივანი ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავენ.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-105კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით

"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით".

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.