გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენების განცხადებები

„სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და არა ცალკეული კონგრესმენებისა განცხადებები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ „პირველის“ „დღის ამბებში“.

„ცალკეული კონგრესმენების, კონგრესმენთა ჯგუფის ერთობლივი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად კონგრესის გადაწყვეტილებები, ორპარტიულად მიღებული რეზოლუციები, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ბოლოს მიღებული რეზოლუციით მათ მოუწოდეს, რომ საქართველოსთან სასწრაფოდ გაფორმებულიყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს, სხვანაირად ასეთი მოწოდების გაჟღერება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურების განცხადებები და არა ცალკეული კონგრესმენებისა თუ პარლამენტის წევრების განცხადებები, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.


მისი თქმით, სახელმძღვანელო უნდა იყოს საქართველოს ინტერესები - ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ა.შ. მიმართულებით.


„ამის უზრუნველყოფაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეერთებული შტატების პოზიცია ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვყავს სერიოზული მტერი, რომელიც იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებს ხალხს და სამწუხაროდ, მას კიდევ ემსახურება რბილი ძალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალის სახით“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები არამედ, ევროკავშირის პარლამენტის გარკვეული წევრებიც კი ზოგჯერ აკეთებენ გაურკვეველ განცხადებებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არ არიან, რა ხდება გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით.


„ფრონტერას საკითხი არის ძალიან სერიოზული. როდესაც, 2015 წელს „ფრონტერას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში არის იმდენი რაოდენობის გაზი, რომელიც აჭარბებს უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიბიის, ჩინეთის რესურსებს. მაშინ მან საქართველო სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. რესურსების გადანაწილების გამო მიდის გარკვეული ომები და ბრძოლები რეგიონალური მასშტაბით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამერიკაში იქნება თუ ევროპაში. როდესაც განცხადებებს აკეთებ, მხოლოდ საკუთარი კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა აკეთებდე ამ განცხადებას“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს საარბიტრაჟო სასამართლოში.


„ფრონტერა“ საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვს სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს. ეს წარმოუდგენელია, რადგან „ფრონტერას“ წარმომადგენლობამ თავისი საქმიანობით და ხელშეკრულების დარღვევით ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ეს თანხა მართლაც რომ დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო - ოპოზიცია იქნება ეს თუ ექსპერტი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვიდეს და არა თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის მერკანტილური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.