თეა წულუკიანი უვადო პატიმრებზე: ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ

„ჩვენი მიზანი არ არის, ადამიანი მხეცად ვაქციოთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უვადო პატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უვადო პატიმარს, რომელსაც ციხეში ათეულობით წელი აქვს მოხდილი, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის იმედი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უიმედო ადამიანი იგივეა, რაც გამხეცებული სულიერი არსება.


„სამომავლოდ ჩვენ ასევე მოგვიწევს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თავისუფლებისთვის მომზადების პროცესი უვადო პატიმრებისთვის. განვმარტავ დაზარალებულებისთვის, რომ პრიორიტეტი არის ის სეგმენტი, რომელიც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ დაგვხვდა საპატიმროში, როგორც უვადო პატიმარი, რომელსაც ათეულობით წელი უკვე მოხდილი აქვს ციხეში.  ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ადამიანი ვაქციოთ მხეცად, ჩვენი მიზანია, როგორც ამას ევროპული კონვენცია ითხოვს, უვადო პატიმარსაც ბევრი წლის შემდეგ ჰქონდეს რეაბილიტაციის-რესოციალიზაციის და რაღაცის იმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმედო ადამიანი იგივეა, რაც გამხეცებული სულიერი არსება, რაც ამ ადამიანებისთვის ჩვენ არც მომავლად გვემეტება და მათი ღირსების დაცვის სადარაჯოზე პირადად ვიდექი და ვაპირებ, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ვიდგე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.  


ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანის და სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უსმენენ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

"დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე  ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133)  ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებულნი.

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 

არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა. ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ განაცხადა.  

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა.