ზალკალიანი: საქართველო მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მისი თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა უკანონო პროცესების მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობა.


"ტოივო კლაართან შეხვედრისას გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან. ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის პროცესში, მივმართე რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული, მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის დროს", -აღნიშნა ზალკალიანმა.


მისივე განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების საკუთარი, უკანონო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენება და აუცილებელია აღნიშნული პროცესის შეჩერება.


მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება მისი ვიზიტების დროს სტრასბურგსა და ვენაში, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს ფორმატში, ასევე ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს ფარგლებში.


"მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს პროცესები წაიყვანოს ესკალაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ამას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია, როგორც ეს იყო წინა მსგავს შემთხვევებში და ვეცადოთ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული შემდგომი დეესკალაციის მისაღწევად",- განაცხადა მინისტრმა.


ზალკალიანის ინფორმაციით, ქართული მხარე წარადგენს თანათავმჯდომარეებთან წინადადებებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.


თავის მხრივ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად, რადგან მოსახლეობა არ აწყდებოდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ისინი დღეს დგანან.


კლაარის ინფორმაციით, თანათავმჯდომარეების მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები იქნება.


პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

"დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე  ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133)  ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებულნი.

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 

არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა. ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ განაცხადა.  

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.