თეა წულუკიანი: ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან შეუძლია, დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება ასეთი აჟიოტაჟი?

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის მთავრობისგან, ისე ჩვენი ევროკავშირელი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან, რომელიც ძალიან სამგლოვიარო და სამწუხარო იყო პირველ რიგში ოპოზიციისთვის, ეს სახეზეა და ეს გაფორმებულია შესაბამისი აქტის სახით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

მისი თქმით, ცალკეული კონგრესმენი თუ პოლიტიკოსი, თუ „ფრონტერას“ ბედი აწუხებს, თავისუფალია, დაწეროს.


„მაგალითად, დღეს ბოკერიას, ემზარ კვიციანს, ანრი ოხანაშვილს, ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან, ყველას შეუძლია დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება თუ არა ასეთი აჟიოტაჟი?“ - სვამს კითხვას იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანი აქვე იხსენებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარს კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით.


„თუ ჩვენ დავაკვირდებით ძალიან დელიკატური ქალბატონის ელიზაბეთ რუდის განცხადებას... როდესაც ჰკითხეს, მან ძალიან რაფინირებულად, მართლაც, არ შეიძლება მოხიბლული არ იყო, მან ორჯერ თქვა: წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას აქვს მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი თავისუფალია, თქვას“, - განაცხადა წულუკიანმა.


რაც შეეხება ევროპარლამენტარების განცხადებებს, რაზეც, წულუკიანის თქმით, ძალიან დიდი აჟიოტაჟია, რომ გუშინ ბატონი კუჭავა იქ ბრძანდებოდა, ეს რა თქვეს ევროპარლამენტარებმა, როგორ თქვეს და ა.შ. მინისტრი იხსენებს ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს და მის პასუხს.


„თუ არ მეშლება, 2018 წელს ხდებოდა ეს, პრეზიდენტი მაკრონი ევროპარლამენტარების წინაშე ზის, დგება ერთი ევროპარლამენტარი და ეუბნება უმძიმეს რამეს: ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო, თქვენ ხართ ის პრეზიდენტი, ვინც დაარღვიეთ საფრანგეთის ეროვნული დევიზი - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და უხსნის, რომ თქვენ უთვალთვალებთ პოლიციის საშუალებით, უბრალო ეჭვის გამო ხალხს ყრით ციხეში, საშინელებებს ეუბნება და ჩუქნის თოკს. ამაზე უარესი რა შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტმა მოისმინოს. გუშინ მე რაც ვნახე, კუჭავასთვის თოკი არავის უჩუქებია. მაკრონმა უპასუხა, ნეტავი შენს ადგილზე ვიყო, ესტრადაზე ყოფნა რა ადვილიაო. საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა ევროდეპუტატს. ეს რომ ჩვენმა დეპუტატმა ან ვიცე-სპიკერმა კუჭავამ ევროდეპუტატს უთხრას, ესენი თავს ჩამოიხრჩობენ, ეს როგორ გაუბედეთ ევროდეპუტატს. ევროდეპუტატი არის დეპუტატი, როგორც დეპუტატი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ არის ეს ნეოკოლონიალური სინდრომი, იუსტიციის მინისტრი პასუხობს:


„ის, რომ „ქართული ოცნება“ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი ნეოკოლონიალური სინდრომით არ არის დაავადებული, სწორედ ამიტომ არის ის მიუღებელი ასეთი სინდრომით დაავადებული ქართული პოლიტიკური ძალებისთვის, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის, ალბათ, არ შემეშლება, ერთ-ერთი პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვინც არის გარანტი და სიმბოლო იმისა, რომ ის შეძლებს ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს უთხრას, რომ, იცით რა, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ქართველის ინტერესში არ შედის. შესაბამისად, თუ ასეთი სინდრომით ხარ დაავადებული, რომ პირველ რიგში ის გაინტერესებს, „ფრონტერამ“ ვის აღუკვეთა ხელფასი, ამგვარი სინდრომი მათთვის მისაღები არ არის. მათთვის მისაღებია სინდრომი - რა იცის იუსტიციის მინისტრმა, აბა ვკითხოთ, უცხოელი რას ფიქრობს, რა იცის საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, რომელიც კომპანიაში შრომობს და ხელფასს აღარ აძლევს უცხოური კომპანია, უცხოელმა უკეთესად იცის. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პარტნიორების პოზიციას ვისმენთ, თუნდაც იმ კონგრესმენის, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული, წერილებსაც ვკითხულობთ, რა პრობლემაა, მაგრამ მთავარი მაინც არის ის რეალური პრობლემები - ეკონომიკური, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ და რაც მთავარია, ამ პრობლემების მოგვარება გამორიცხულია, თუ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა, მშვიდობა და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ნამდვილად არ შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას“.


გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით, ეს ითარგმნება რუსეთუმეობით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი სინდრომით დაავადებული ადამიანებისთვის კრემლი ჩაანაცვლა სხვადასხვა ევროპულმა თუ ამერიკულმა დედაქალაქებმა, „პრავდა“ - „ვაშინგტონ პოსტმა“. მისივე თქმით, ეს ჟურნალისტებსაც სჭირთ, რახან ან კონგრესმენმა თქვა ან „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.
თეა წულუკიანის თქმით, ალბათ, პრეზიდენტ მაკრონს ვერ დავაბრალებთ, რომ ის არის რუსეთუმე და პუტინის აგენტი.


„აბრალებენ, მაგრამ გონიერი ადამიანები ამას არ აკეთებენ. როდესაც ის ევროპარლამენტარს ეუბნება, შენ რა გიჭირს, ესტრადაზე დგახარ, ეს მე მკითხე, როდესაც უნდა ვებრძოლო ტერორიზმს, უნდა ვებრძოლო დანაშაულს. პირდაპირ ეუბნება, ეს თქვენ შეგშვენითო“, - განაცხადა წულუკიანმა. 



ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ ბელარუსულ ჰოლდინგს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა“ და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

"რუსული ჰიმნი შეურაცხყოფაა" - აქტივისტები ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვენ

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია გაიმართა. 

გიორგი მარგველაშვილი: ჩემს დროს პოლიტპატიმრების დაკავებას რატომ ვერ ბედავდნენ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პოლიტპატიმარია.

გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.