ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

„როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე“, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

„აქ არის ორი საკითხი, რომლებიც არსებითად ერთმანეთს არ უკავშირდება. ერთი არის პლაგიატის საკითხი და მეორე შეიძლება იყოს ის - დისერტაცია რამდენად კარგია, საშუალოა, ნორმალურია ან ცუდია. მაგრამ შეესაბამება სადისერტაციო ნაშრომისთვის წარდგენილ წინაპირობებს. რაც შეეხება პლაგიატს, გიორგი შარვაშიძე არ არის მეცნიერი. რამდენადაც მე ვიცი, მას არსად არ უკავია პროფესორის თანამდებობა, უბრალოდ, მოპოვებული აქვს კანდიდატის აკადემიური ხარისხი. მეცნიერისთვის და პროფესორისთვის პლაგიატში დადანაშაულება არის ძალიან სერიოზული ბრალდება. როდესაც ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია 2002 თუ 2003 წელს, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს არის. 2005-06 წლის შემდეგ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რამაც ძალიან ბევრი დადებითი რამ მოიტანა და გაართულა აკადემიური სტანდარტები. ამ სტანდარტებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე.


გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია რომ დაიცვა, თავის დისერტაციაში გადაიტანა კანონპროექტის განმარტებითი ბარათი. ეს ბარათი შეეხებოდა იმ საკითხს, რომელიც ახალი იყო მაშინ საქართველოსთვის. მოკლედ, შარვაშიძემ ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის საკმაოდ დიდი ნაწილი მიუთითა თავის დისერტაციაში. ჩვენი კანონმდებლობით, განმარტებითი ბარათი არის კანონპროექტის შემადგენელი ნაწილი და მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლება. ადამიანი როდესაც უთითებს კანონპროექტს ან განმარტებით ბარათს, არ შეიძლება ჩვენ ეს მივიჩნიოთ პლაგიატად. ბოლონიის პროცესამდე ჩვენ არ გვქონდა დისერტაციის ხარისხობრივი გრადაცია. მანამდე უბრალოდ იყო, რომ შეიძლება დაცულად ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს. დისერტაცია აკმაყოფილებდა მაშინდელ დადგენილ სტანდარტებს. ამიტომ დისერტაცია მიიჩნიეს დაცულად და ადამიანს მიენიჭა აკადემიური ხარისხი. ამ ხარისხის უკან ჩამორთმევა არის დაუშვებელი არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. ეს დისერტაცია არაა პლაგიატი. ცუდია, კარგია თუ ძალიან კარგი, ეს სხვა საკითხია, პირს ხარისხი მიენიჭა და არანაირი მორალური და ეთიკური სტანდარტი არ არსებობს მისი ჩამორთმევის“, - აღნიშნა ირაკლი ბურდულმა.


"რუსული ჰიმნი შეურაცხყოფაა" - აქტივისტები ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვენ

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია გაიმართა. 

გიორგი მარგველაშვილი: ჩემს დროს პოლიტპატიმრების დაკავებას რატომ ვერ ბედავდნენ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პოლიტპატიმარია.

გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".