პროკურორი: 2 დღის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა, ვინ სარგებლობდა დაახლოებით 300 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილით

„2 დღის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა, ვინ სარგებლობდა დაახლოებით 300 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილით“, - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

„დაახლოებით, 26-27 ნოემბერს გადავეცით დაცვის მხარეს ეს მტკიცებულებები და კარგია, რომ 2 თვის თავზე მაინც გაეცნენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, საზოგადოებას არა ერთხელ განვუმარტეთ, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ავტომობილი და აღნიშნული ეპიზოდის გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვატარებდით ფარულ საგამოძიებო მოქმედებას“- განაცხადა ზვიად გუბელაძემ. 


მან ასევე აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებას თან ახლდა ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება:


„ნებისმიერი პრაქტიკოსი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს ორი ღონისძიება ტარდება ერთდროულად. კერძოდ, ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა აღნიშნული „პორშეს“ ტიპის ავტომობილით ვინ სარგებლობდა, გვქონდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას და მისი ოჯახის სარგებლობაში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დავიწყეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“-განაცხადა პროკურორმა.


ზვიად გუბელაძემ ასევე განმარტა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ავტომანქანაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ვიდეოგადაღება შეწყდა 2 დღეში მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ავტომობილით ნამდვილად ნიკა გვარამიას მეუღლე სარგებლობდა:


„არაერთხელ განვმარტე, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების, ანუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა ვინ სარგებლობდა ავტომანქანით. 2 დღე მოხდა გადაღება იმისა, რომ ნამდვილად ნიკა გვარამიას მეუღლე სარგებლობდა ამ ავტომობილით და მაშინვე შეწყდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ანუ ვიდეოგადაღება მას შემდეგ აღარ განხორციელებულა. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, ის იყო გარკვეული პერიოდით აღებული და როგორც კი ეს ვადა გავიდა, მას შემედგ ოპერატიულ-სამძებროს თანამშრომლებს აღარ გაუტარებიათ აღნიშნული ღონისძიება“- აღნიშნა პროკურორმა.


ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაში გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.


ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი "Porshe Macan S" და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.


გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.


ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.

ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამშენებლო ნორმების დაცვას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

კარლ ჰალცერი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

მაია ცქიტიშვილი: ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

"მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლარი 0.18 თეთრით გამყარდა

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა. 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 328 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის-ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კგ) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტყიბულის შახტში სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის ადგილს დაუბრუნდება

ტყიბულის შახტში სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის ადგილს დაუბრუნდება, იქამდე კი, ისინი დროებით სამუშაოს შეასრულებენ და ანაზღაურებას მიიღებენ, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა კითხვას, რომელიც ბოლო დროს ტყიბულის შახტაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

შიდა ქართლის რეგიონში 34 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 34  დევნილი ოჯახი გახდა.

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა  ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

რუსეთში საზღვრის დამრღვევი სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდება ნებადართული გახდა

რუსეთმა სამხედროებს იმ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება მისცა, რომლებიც ქვეყნის საზღვარს დაარღვევენ.

იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა.

საკრებულოში საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა 

თბილისის საკრებულოში, პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“  ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

გიორგი დოხტურიშვილი: დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მთავრობის მიერ, ქალაქში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს გამოეხმაურა.

ივანე მაჭავარიანი: წელს 800მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

"წელს დაახლოებით, 800 მლნ-დან 1მლრდ-მდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე- "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".