ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის განცხადება "კორონავირუსთან" დაკავშირებით

"კორონავირუსთან" დაკავშირებით საგანგებო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოიწვია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, კომიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს რჩევის მიცემა ჯანმოს გენერალური დირექტორისთვის, რათა მან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჭიროა არის თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადება.


კომიტეტი ასევე გასცემს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს და დროებით რეკომენდაციებს.


დასკვნები და რჩევები


საგანგებო სიტუაციის კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, არის თუ არა ეს მოვლენა საერთაშიროს მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.


ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ახალი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციით გამოავლინა, რომ პროვინციებში არის ზრდა შესაძლო შემთხვევების რიცხვში და შეტყობინებული შემთხვევების სიკვდილობის მაჩვენებელი არის 4 % (557 დან 17). მათ ახსნეს თუ რატომ მიიღეს მკაცრი ზომები (საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შეჩერება როგორც ვუჰანში, ასევე ახლომდებარე ქალაქებში). ჩინელების პრეზენტაციის შემდგომ კომტეტს შეატყობინეს, რომ შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, კორეაში, ტაილანდში და ასევე შესაძლო შემთხვევა სინგაპურში.


შემდეგი საკითხები ჩაითვალა კრიტიკულად:


დადასტურდა ადამიანიდან ადამიაზე გადაცემა. შემთხვევების 25% იყო მწვავე. წყარო ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, რეზერვუარი ცხოველია) და ადამიანიდან ადამიანამდე გადაცემის გზა ჯერ კიდევ არ არის ნათელი.


რამდენიმე წევრმა ჩათვალა, რომ PHEIC– ს გამოცხადება ჯერ კიდევ ნაადრევია.


ამ ინფრომაციის საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები:


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას:


· მეტი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მთავრობის მიერ რისკების მართვის ღონისძიებებზე, მათ შორის კრიზისების მართვის სისტემებზე, როგორც ეროვნულ ასევე პროვინციულ და ქალაქის დონეზე.


· დაავადების გავრცელების შემცირებისა და შეკავების მიზნით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომების გაძლიერება.


· ზედამხედველობის გაძლიერება და ასევე შემთხვევების აქტიური მოძიება ჩინეთში, განსაკუთრებით ჩინური ახალი წლის პერიოდში.


· კოლაბორაცია ჯანმოსთან და პარტიორებთან რათა ჩატარედეს კვლევები ეპიდაფეთქების განვითარების გაგების მიზნით. კონკრეტულად კი სპეციალური კვლევა ახალი კორონავირუსის წყაროს დასადგენად, ასევე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მექანიზმის სრულად გაგება და გადაცემის ადგილას საჭირო კლინიკური ღონისძიებების გატარება.


· WHO–სთვის ყველა მონაცემის გაზიარება, მათ შორის გენომის თანმიმდევრობების და ჯანდაცვის მუშაკთა ინფიცირების ან კლასტერების შესახებ.


· დაზარალებული პროვინციების საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში გასასვლელი სკრინინგის ჩატარება, ინფიცირებული მოგზაურების ადრეული გამოვლენის, შემდგომი შეფასებისა და მკურნალობის მიზნით, რათა მინიმალური ჩარევა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობაში.


· საჭიროებისამებრ სკრინინგის ჩატარება ადგილობროივ აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და საქალაქთაშორისო ავტოსადგურებზე.


სხვა ქვეყნებისთვის


შემთხვევების შემდგომი გავრცელება მოსალოდნელია ნებისმიერ ქვეყანაში.


ამრიგად ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად ახალი კორონავირუსის ინფექციის შეკავებისთვის, აქტიური ზედამხედველობის, ადრეული გამოვლენის, იზოლაციის, შემთხვევის მართვის, კონტაქტების კვლევის და პრევენციისთვის. ინფორმაციის გაზიარება უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანის ინფექციის შემცირებას, მეორადი გადაცემის პრევენციას, საერთაშორისო გავრცელებას და საერთაშორისო რეაგირებაში მონაწილეობას.


ყურადღება უნდა მიექცეს მულტი-სექტორულ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. აქტიურად უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ვირუსთან დაკავშირებით.


წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.