პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებებს ეხმაურება 

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებებს ეხმაურება. 

"23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“


სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა. 


სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად  განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.


სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.


და ბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. 


ასევე, 2019 წლის 1 მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისათვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი. 


სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. 


იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.


სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 


რუსთავში კაცს მატარებელი დაეჯახა

რუსთავში რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს მატარებლი დაეჯახა. შუა ხნის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით 31 წლის ქალია დაინფიცირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში სალონიკსა და ათენში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ იტყობინება და ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს. 

რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება.

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიაში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ევროპაბეთის“ მსგავსად 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე რეკლამას ჩამოხსნის

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

თეა წულუკიანი: რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლ იკის საქმეთა დროებით რწმუნებულ თან დაესუ ჩანგთან.

სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და კვლავ იმყოფება პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში. 

თეა წულუკიანი: დრო გადის და გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

„დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

პოლიციამ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ლ.ქ.

საკრებულოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის საკრებულოში,  გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით,   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

დიდუბის გამგეობამ მეტრეველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.