შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.


განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


 


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლ იკის საქმეთა დროებით რწმუნებულ თან დაესუ ჩანგთან.

სოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და კვლავ იმყოფება პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში. 

თეა წულუკიანი: დრო გადის და გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

„დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

პოლიციამ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ლ.ქ.

საკრებულოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის საკრებულოში,  გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით,   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

დიდუბის გამგეობამ მეტრეველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გია ვოლსკი: არ დავუშვებთ, პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს

"არც დავუშებთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარი არააქტიურ თვედ ითვლება, 5.1% ზრდა ძალიან კარგია

იანვარში ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის იანვარში 3.5 პროცენტს არ აღემატებოდა. არც მინახავს უწინ ასეთი ციფრი იანვარში,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სერგი კაპანაძე: პოლიტიკურ ძალას, მინიმუმ, 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მთავრობა ერთპიროვნულად შექმნას.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 6 სოფელს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის  6 სოფელს მიენიჭა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ახორციელებს.

აბასთუმნის საკარანტინო ზონაში ხუთი პირი შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს, 28 თებერვალს, კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ხუთივე მათგანი ირანიდან საქართველოში დილით ჩამოფრინდა.

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აკრძალულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა

ჭოპორტში ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა. 

ჯივიპიმ ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

ყვარლის სატყეო სააგენტოს უფროსი და სპეციალისტი დააკავეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.