გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც პარლამენტმა მიიღო ეს დოკუმენტი, როგორც დადგენილება, ეს არის საჯარო დოკუმენტი და მისი მითითება ყოველგვარი სქოლიოს გარეშე შესაძლებელია.


„რაც შეეხება იყო თუ არა პლაგიატი, აქ საუბარი ნამდვილად პარლამენტის დადგენილებაზეა და დიახ, მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ დროს, დაწყებული 2001 წლიდან სხვადასხვა მიმართულებებს ამუშავებდა. 2002 წელს საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც გააგრძელა ეს მუშაობა და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ინტელექტუალურ საკუთრებაზე , ეს უნდა იყოს ინტერფრაქციული ჯგუფი და არა ექსპერტები, ვინც ვამუშავებდით წინაპირობას იმისა, რომ პარლამენტს მიეღო დადგენილება. იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც პარლამენტმა მიიღო ეს დოკუმენტი, როგორც დადგენილება, ეს არის საჯარო დოკუმენტი და ერთადერთი რამ, რაც კარგად რეგულირდება ჩვენი კანონმდებლობით არის ის, რომ მისი მითითება ყოველგვარი სქოლიოს გარეშე, შესაძლებელია, თუმცაღა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის კოლექტიური შრომა და ამის შესახებ მითითება არსებობს. მართალია, არა იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს სქოლიოში, არამედ სხვა ადგილას. მეორე საკითხია, ვისი საკუთრებაა. პლაგიატი დაკავშირებულია კიდევ ერთ თემასთან, ეს არის ინტელექტუალური საკუთრების მითვისების მცდელობა. ვინ არის ის მხარე, ვინც ამბობს რომ ჩემი ეს ინტელექტუალური საკუთრება მიითვისა შარვაშიძემ ამ პერიოდში? ეს არის სამართლებრივი დავა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აუცილებელია, რომ ასეთი საკითხები განვიხილოთ არა სოციალური ქსელების მეშვეობით, ეს არის ის თემა, რომელიც უნდა განვიხილოთ აკადემიურ სფეროში და მას აქვს თავისი განხილვის ეტაპები და პრინციპები”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რექტორის თქმით, ექსპერტებმა ნახეს ეს ნაშრომი და დასკვნაც გააკეთეს, რომ აქ პლაგიატი არ არის.


„გაუთავებლად შეიძლება ციფრებით ჟონგლიორობა, თუმცა ციფრების მიღმა უნდა დავინახოთ ის შინაარსი, რომელიც დევს ამა თუ იმ სამეცნიერო ნაშრომში. რაც შეეხება იმას, გასაგებია რატომ დაიწყო საუბარი მაინცდამაინც ახლა - ახლოვდება რექტორის არჩევნები , თუმცა არის სხვა თემებიც, რომლებიც მანამდე დაიწყო. პირველი, რაც გავიგეთ , ეს იყო 2018 წელს, თითქოს დისერტაცია საერთოდ არ მქონდა დაცული. შემდეგი იყო, რომ დისერტაცია კი დაიცვა, მაგრამ თვითონ ეს დიპლომი იყო ყალბი. ამისთვის მივმართეთ ხარისხის ცენტრს და რომლის დასკვნით, ეს არის ნამდვილად დაცული დისერტაცია და ვალიდურია. შემდგომ ამისა საუბარი იყო, რომ არ არის ავტორები მოხსენიებული. ყველა ავტორი ვინც მუშობაში მიიღო მონაწილეობა რა თქმა უნდა დისერტაციის ტექსტში ჩამოთვლილია და ასევე ავტორეფერატში, რომელიც არის დისერტაციის ნაწილი. შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ ვერ გავიგეთ თუ დისერტაციის რომელ ვერსიაზეა საუბარი. ჩვენი დასკვნით, ეს არის 2003 წლის ხელნაწერის უფლებით დისერტაცია, რომელიც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში და ალბათ მასზე არის რეფერირება ჩვენი ოპონენტების მიერ, თუმცაღა თავად დისერტაცია დავიცავი 2005 წელს და არა 2003 წელს და ესეც საგულისხმო ამბავია. კიდევ ერთი რამ, ეს დისერტაცია შედგება ორი ნაწილისგან- ერთი არის აღწერითი ნაწილი, სადაც საუბარია სტრუქტურულ რეფორმებზე ანუ ძირითად მიმართულებებზე საქართველოს განათლების სისტემაში და მეორე ნაწილი ეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს და ამ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებს. ამ შემთხვევაში, პირველი რაზეც ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვუარყობთ იმას, რომ დადგენილების ტექსტი არის მოყვანილი. მეორე რასაც ვამბობთ, რომ დანარჩენი ნაწილი ეს მანამდე გამოქვეყნებული წიგნია, რომელსაც ეყრდნობა ეს დისერტაცია და ეს არის იუნესკოს მიერ გამოცემული ჩემი წიგნი, სადაც ასევე დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, ვინც მონაწილეა ამ საქმიანობაში, ჩამოთვლილია ყველა და რაც მთავარია თავად დადგენილების ტექსტში არის რეფერირება ჩემს მომავალ ნაშრომზე”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


 


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

"დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე  ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133)  ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებულნი.

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 

არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა. ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ განაცხადა.  

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა.