გური სულთანიშვილი - POSTV - ახალი თაობის ციხის კადრები 

„ამ დღეებში გავრცელდა ახალი ციხის კადრები, სადაც პატიმრები ურტყამენ იქ მომსახურე პერსონალს“, -  ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში.

ამ ვიდეობლოგში, მას საუბერი აქვს 2012 წლის კადრებზე, მასობრივ წამებასა და სექსუალურ ძალადობაზე.


„ციხის კადრებისადმი ქართულ სოციუმში და ჩვენ ცოცხალ მეხსიერებაში, არსებობს ძალიან ტრავმატული ისტორიები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. საუბარი მაქვს 2012 წლის კადრებზე, მასობრივ წამებასა და სექსუალურ ძალადობაზე. მოკლედ ციხის კადრებს, ამ სახელს და სიტყვათაწყობას, საკუთარი კოდი აქვს ცნობიერებაში. ახალი, ანუ ამ დღეებში გავრცელებული კადრები, შეგვიძლია ახალი თაობის ციხის კადრებად მოვიხსენიოთ, საიდანაც ძალიან ბევრი რამის წაკითხვა, დანახვა და აღწერა შეიძლება. ამ კადრებით შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორია დღევანდელი პოლიტიკა, დღის წესრიგი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორი ოპოზიცია გვყავს საქართველოში და რა როლს ასრულებენ ისინი. 


პირველი რაც უნდა აღინიშნოს ისაა რომ მანამდე არსებული ციხე იყო ადგილი, სადაც აუცილებლად გაწამებდნენ, ახლა კი ვარჩევთ და ვდაობთ იმაზე ბადრაგს რომ ფორმა არასწორად ეცვა ეს როგორ შეიძლებაო. ამ დრამატულ ცვლილებას შეიძლება ხალხი ვეღარ აღიქვამს ასე მძაფრად, ადამიანი რომელსაც საკვების ფული არ აქვს, სამუშაო არ აქვს და ა.შ. თუმცა ერთი ფაქტია, ნუ შეაჩვევ შეუჩვეველს და ნუ გადააჩვევ შეჩვეულს - პრინციპი არ უნდა იყოს ის რაზეც ხალხი დაფუძნდება. შეიძლება შვებას აღარ გვგრის ის რომ ციხეში აღარ მოგკლავენ და გაწამებენ, თუმცა მინიმუმი, რაც მოგეთხოვება მოქალაქეს, ესაა გქონდეს შენი პოლიტიკური მეხსიერება და არ დაივიწყო ის ძალა, რომელიც მასობრივ წამებებს აორგანიზებდა. ეს იმიტომაა შენი როგორც მოქალაქის ვალი, რომ მინიმუმ ხმას აძლევ არჩევნებში, ანუ მონაწილეობ პოლიტიკაში და წყვეტ სხვების ბედსაც, - ამბობს სულთანიშვილი.


მისი თქმით, ციხე, როგორც ყველა სხვა მიმართულება ბალანსის პრინციპზე უნდა იდგეს, ანუ სიმკაცრესა და ჰუმანურობაზე ერთად, რათა მიიღო სასურველი შედეგი.



„მოდი ახლა გადავიდეთ საკუთრივ ამ ვიდეოს ანალიზზე, ოღონდ სხვა, პოლიტიკური კუთხით.
ციხეში რომ პატიმარი ძალადობს იქ მომსახურე პერსონალზე ეს ცალსახად ცუდია. არისტოტელე ამბობდა, რომ სამყაროს მშვენიერება და მასთან თანამშრომლობა მხოლოდ ბალანსით შეიძლებაო. პოლიტიკაც მთლიანად ბალანსია და კარგი მოქალაქე ისაა, ვინც ერთბშად ჩართულია, როგორც მორჩილებაში, ისე ბატონობაშიო.


ე.ი. ვთახნმდებით რომ მხოლოდ ყველაფერზე ლოიალური მიდგომა, პირიქით, უკუეფექტის მომტანია და მეტიც, ციხეში თუ სახლზე უკეთეს პირობებს შექმნი, ამან შეიძლება უარესი შედეგიც მოიტანოს, ანუ აღარ იყოს ციხე პრევენციული დანაშაულისათვის, იმიტომ რომ იქ მოხვედრა სულაც არ იქნება ცუდი დამნაშავისათვის. ე.ი. ციხე, როგორც ყველა სხვა მიმართულება ბალანსის პრინციპზე უნდა იდგეს, ანუ სიმკაცრესა და ჰუმანურობაზე ერთად, რათა მიიღო სასურველი შედეგი. სიმკაცრე რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში“, - ამბობს ფილოსოფოსი.


როგორც სულთანიშვილი ანიშნავს, ნაციონალური მოძრაობა, არის რევანშისტული ძალა, და ციხით რევანში მათი ყველაზე დიდი და საამური ოცნებაა.


„ახლა ნახეთ, ამ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, ოპოზიციამ, კერძოდ ნაციონალურმა მოძრაობამ ატეხა ერთი ამბავი, შეხედეთ კრიმინალები დაბრუნდნენო, ნახეთ სახელმწიფოს როგორ აფარჩაკებენო. მეორე მხრივ თუ პირიქით, სიმკაცრე იქნებოდა ნაჩვენები იქაური პერსონალის მხრიდან, იტყოდნენ შეხედეთ, როგორ აწამებენ პატიმრებსო. კი უტრირება ნამდვილად ჩვევიათ, აგერ პარლამენტთან რო წყლის ჭავლით დაშალეს ხალხი, სალომე სამადაშვილმა თქვა 9 აპრილს არ ყოფილა მსგავსი სისასტიკეო.


ჩვენ ვიცით რომ ეს ძალა, ნაციონალური მოძრაობა, არის რევანშისტული ძალა, და ციხით რევანში ჰომ მათი ყველაზე დიდი და საამური ოცნებაა.
პოლიტიკური ველი არის ადგილი, სადაც აგენტებს შორის კონკრეტულ ბრძოლაში იბადება პოლიტიკური პროდუქტი, პრობლემა, პროგრამა, ანალიზი, კომენტარი, კონცეფცია, მოვლენა, რომელთაგანაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ანუ მომხმარებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ოპოზიციის დანიშნულება არის რომ აკონტროლოს ხელისუფლება, რათა ხელისუფლებამ ძალაუფლებით ტკბობაში არ იგრძნოს ხიბლი და არ გადავიდეს ზღვარს.


თუმცა ოპოზიციას თუ არ აქვს ღირებულებები, ის ხდება ორმაგად საშიში და მისი მიზანი არა ძალაუფლების კონტროლი, არამედ თავად ძალაუფლებაა, ის ხდება დესტრუქციული, დამაზარალებელი, ლეშიჭამია. ნებისმიერ საკითხი შეეძლება გამოიყენოს თავის სასიკეთოდ. ასეთი ოპოზიცია კი აფერხებს ქვეყნის განვითარებას.


ის საკითხებს იმიტომ კი არ აკრიტიკებს რომ გარემო გააკეთილშობილოს, მისთვის ყოველი ხელისუფლების შეცდომა, მათი ძალაუფლებაში დაბრუნების სიგნალია. ესაა მორალური ინვერსია, როდესაც შენ არ გაქ არანაირი ღირებულება და მხოლოდ სხვის სიცუდეზე გინდა გამოჩნდე უკეთესი.


ადრე გამოვიყენე და ახლაც გავიმეორებ, იმიტომ რომ ამაზე უკეთ არაფერი ასახავს ჩვენი ოპოზიციის კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის მოქმედებას. მარტინ სკორსეზეს შეშლილთა კუნძულში არის ასეთი ნათქვამი, ფსიქიატრიული დაწესებულება ისეთი დაწესებულებაა სადაც რომ მოხვდები, მერე ყველა მოქმედება შენ სიგიჟეს ადასტურებსო. ანუ ადეკვატურადაც რომ მოიქცე მაინც გიჟად გამოჩნდებიო. ასეა მიშისტური მოქმედებაც, ფსიქიატრიულ გარემოს გავს, ყველა ქცევა შეუძლიათ მათ სასიკეთოდ გარდაქმნან, ყველა თემა მიისაკუთრონ, ეს მხოლოდ ფსიქიატრიულ გარემოს შეუძლია.


მოკლედ ახალმა ციხის კადრებმა გვაჩვენა, რომ ახლა წამებასა და გაუპატიურებაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვარჩევთ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე ეფექტურად რომ აღიკვეთოს პატიმრების მხრიდან ძალადობა იქ მომუშავე პერსონალზე. ამიტომაც ვეძახი მე მას ახალი თაობის ციხის კადრებს.


ასევე გვაჩვენა ის, რომ რაც არ უნდა გააკეთო, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის შეაფერხებს პროცესებს და ყველაფერს თავის სასიკეთოდ გარდაქმნის. ასე იცის ღირებულებების გარეშე დარჩენილმა ძალამ, როგორც მექოთნე, ქოთანს საიდანაც უნდა იქ დაუმაგრებს სახელურს, ისე ესენიც ყველა მოვლენას მოუძებნიან თავისდა სასიკეთოდ გამოყენების საშუალებას.


და ასე იქნება ისეთ საშიშ თემებზეც როგორიცაა ტერორიზმი მაგალითად, როგორიცაა ოკუპაცია, მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ა.შ. მათთვის ყველა ეს პრობლემა სასიხარულო იქნება, რადგანაც მთავრობა ვარდება ცუდ სიტუაციაში და ეს კი მათი დაბრუნების ილუზიას ქმნის მათსავე ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ გონებაში.


ხვდებით რამხელა პრობლემაა გაუკუღმართებული ოპოზიცია თავად ქვეყნისთვის? ზუსტად ისინი არ გვაძლევენ საშუალებას ვიდავოთ მართლაც პოლიტიკურ, აკადემიურ თემებზე, თუ როგორი ჯანდაცვა გვქონდეს, როგორი შრომითი პირობები, როგორი განათლება და ა.შ. აბა ასეთი ოპოზიციის ხელში როგორ შეიძლება აკადემიურ თემებზე საუბარი, ისინი ხომ მუდამ ფსკერისკენ გვექაჩებიან“, - ნათქვამია ვიდეობლოგში.



პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

"დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმეს 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე  ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133)  ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებულნი.

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. 

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი გაიტაცეს. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 

არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა. ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ განაცხადა.  

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.