სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სუბარი აქცენტს აკეთებს ც ჰეპატიტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უკავშირებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს პატიმრებისთვის ც ჰეპატიტის სკრინინგი აიკრძალა.


"ატეხეს ხმაური ც ჰეპატიტზე და ისიც კი სცადეს, თითქოს მათი დაწყებული იყო და ჩვენ შევანელეთ. როგორც კი სტრასბურგის სასამართლოში პირველი ოთხი საქმე წააგეს და სახელმწიფოს ამ პატიმრებს მკურნალობა დაევალა, მათ აკრძალეს ციხეში სკრინინგი, პატიმრის გამოკვლევა ც ჰეპატოტზე და ჰეპატიტზე საერთოდ. ადამიანს 100% რომ სცოდნოდა, რომ აქვს ეს დაავადება, სასამართლოში ვერ წავიდოდა იმიტომ ,რომ საბუთი ვერ ექნებოდა. როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ და მე ვიყავი სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, მე და არჩილ თალაკვაძემ პირველივე თვეში დავიწყეთ სკრინინგი და 50 % პატიმრებისას აღმოაჩნდათ c ჰეპატიტი. ეს იყო 20 ათასიდან 10 ათასი პატიმარი", - განცხადა სოზარ სუბარმა.


სუბარმა წინა ხელისუფლების დროს ციხეში პატიმრების მდგმარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითეულ პატიმარზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რის გამოც პატიმრებს ადამიანებთან საუბარიც კი უჭირდათ. მაგალითად მოჰყავს თავის ძმა და ამბობს, რომ მას ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ალაპარაკებულიყო. აქცენტს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მყოფ პატიმრებზე და ამბობს, რომ დღეს მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორებულია. მაგალითად მოჰყავს ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც თითეული არასრულწლოვანი თავს თავისუფლად გრძნობს.


სუბარი ყურადღებას ამახვილებს წინა ხელისუფლების დროს არსებულ არარეალურ სასჯელის ზომაზეც. მაგალითებად მოჰყავს 18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 საბურავის ქურდობისთვის 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ასევე კაკლის ქურდობისთვის გასამართლებული 14 წლის მოზარდი, რომელსაც 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.


"6 საბურავის ქურდობისთვის 18 წლის ბიჭს 18 წელი მიუსაჯეს. ლოგიკა იყო ასეთი - მართალია ეს ერთი ქურდობაა, მაგრამ იმ სარდაფში სადაც შეაღწია, ექვს საბურავს ერთად ხომ ვერ გამოიტანდაო და ორ ორი გამოიტანაო. სამი ეპიზოდი შეუკერეს და ეს იყო 18 წელი.მეორე 14 წლის იყო როცა დაიჭირეს და 18 წლის ხდებოდა როცა გამოვუშვი. 4 წელი მიუსაჯეს კაკლის ქურდობისთვის, რომლის ექსპერტიზაც კი ჩატარდა, არ დაიზარეს და 15 ლარად შეფასდა ამ კაკლის რაოდენობა. მეზობლის კაკლის ხიდან ჩამობერტყა. ეს იყო მათი სასამართლო სისტემა და სამართალი,თუ შეიძლება ამას სამართალი ერქვას. მე როდესაც გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრი ორიოდე კვირაში გამოვუშვი ის ბავშვი გარეთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.

„შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს ექსპორტი, სამუშაო ადგილები, სავალუტო შემოდინებები“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ საგანგებო განცხადება შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე

ის პრობლემატიკა, რომელიც დღეს სოფელ შუქრუთშია, აუცილებლად ჰპოვებს გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც და ვარციხეჰესშიც, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.