თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია გამოცდილი მეცნიერების მოხსენებები, რომლებშიც ასახულია მსოფლიოში ცნობილი ამაჩქარებლების ცენტრების სატესტო დასხივებების დაწესებულებების სტატუსი, სატესტო დასხივებების ექსპერიმენტებში მიღებული შედეგები და გაიმართება ტრენინგები მიღებულ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების (უზრუნველყოფის) შესასწავლად.


"აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფიზიკის ინსტიტუტი და ჩვენი მკვლევრები თანამედროვე მეცნიერების მოწინავე რიგებში არიან. ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებში მომუშავე ქართველი ფიზიკოსები მონაწილეობენ კონფერენციაში და უახლეს კვლევებსა და გამოწვევებზე უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას",- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


"მნიშვნელოვანია ფიზიკის ფუნდამენტური კვლევები. უცხოელებთან ერთად, ვორკშოფს ესწრებიან ქართველი სტუდენტები და მეცნიერები. ამ ღონისძიებისთვის საქართველო შემთხვევით არ არის შერჩეული, ჩვენ განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს ამ ექსპერიმენტებში. ამიტომაც ჩვენი სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში და მზად ვართ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები",- აღნიშნა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ATLAS  ექსპერიტმენტში საქართველოს კლასტერის ხელმძღანელმა ირაკლი მინაშვილმა.


საერთაშორისო კონფერენციაზე "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი-2020" შეიკრიბა ამერიკის, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა) მომუშავე 70-ზე მეტი ფიზიკოსი და მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია ტრეკული დეტექტორების შესწავლის მიზნით ჩატარებულ სატესტო დასხივებებთან, კალორიმეტრიასთან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გამოკვლევებთან.


ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორანტის პოლ შუზეს თქმით, "ყოველთვის სასარგებლოა მსგავსი ტიპის ვორქშოპები მეცნიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ხდება სხვადასხვა აზრის, კვლევების გაზიარება, კომბინირება და დისკუსიები. გვაქვს რამდენიმე სესია და ვიმსჯელებთ, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული  მიმართულებით".


კონფერენციაში, რომელიც 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. კერძოდ, ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების სპეციალისტი ექსპერტები და წინა პერიოდში (2012-2019 წწ) ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები: ჰენდრიკ იანსენი (DESY, ჰამბურგი, გერმანია),  მარისოლ რობლესი (მაინცის უნივერსიტეტი, გერმანია), სიმონ სპანაგელი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია), ჰენრიკ ვილკინსი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია).


გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.