პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპის საბჭოში გაწევრიანება ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციის, ადამიანების გათავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო. 


"გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც არ შეცვლილა და დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 


პრეზიდენტის განცხადებით, ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა.


"ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს.


მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა - გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად - საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.


ჩვენ შევძელით წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ცვლილებები მოსახლეობისთვის ხშირად მტკივნეული იყო.


ჩვენ დიდი ძალისხმევით ვმოძრაობთ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.


ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ჩვენს მიღწევებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო სანდო პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ გზის დასასრულამდე არ მიგვიღწევია.


იმისათვის, რომ რეფორმების ბოლო ტალღა განვახორციელოთ, საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური ნება. ბოლო მონაკვეთი ყველაზე რთულია, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ჯილდოც მოაქვს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 


გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი
დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს.

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში განათავსეს 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში არიან მოთავსებულები.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

"ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.