არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ დესტაბილიზაცია აინტერესებს

"ჩვენ ვხედავდით სხდომებზე, შეხვედრებზე, აქციებზე, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ძალიან ეჩქარებოდა ცვლილებები ნებისმიერ ფასად და იმაშიც დავრწმუნდით, რომ სინამდვილეში, არა პროპორციული ან მაჟორიტარული, არამედ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდოდათ ამის მიღწევა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ, კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებამდე, 1 წლით ადრე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მმართველ გუნდს უკვე მიღებული ჰქონდა და ამის შესახებ, შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციაშიც, თუმცა, ამას ოპოზიციამ მხარდაჭერის ნაცვლად, ბოიკოტით უპასუხა.

"ამაზე პირველი სიგნალი სწორედ მაშინ მივიღეთ, როდესაც ამ ადამიანებმა, მხარდაჭერის ნაცვლად, ბოიკოტი გამოუცხადეს ცვლილებებს და პრაქტიკულად, ამ რეფორმის ჩაგდება პირველებმა მათ ცადეს. ამას შემდეგ მოყვა დესტრუქცია პარლამენტშიც და ქუჩაშიც. ეს ოპოზიცია ყოველდღე ამტკიცებდა თავის ქმედებებით, რომ ეძებდნენ რეალურ შესაძლებლობას დესტაბილიზაციისთვის, ვინაიდან მათ უფრო მეტად სურდათ ცვლილებები დესტაბილიზაციის გზით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვიდრე კონკურენცია არჩევნებში. ზოგიერთ პარტიას ლიდერები არც კი ყავდათ და ყავთ, ვისაც შეიძლება ადამიანმა პირდაპირ ხმა მისცეს. მაგიდის გარშემო არიან პარტიები, რომელთაც ერთი ლიდერიც ძლივს მოეპოვებათ, ვინც შეიძლება მოქალაქეებმა პირდაპირ აირჩიონ, როგორც პიროვნება ვისაც ენდობიან",,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც სიტუაციის განმუხტვა და კომპრომისის მოძებნა იყო, თუმცა ოპოზიციამ მაინც არ შეწყვიტა პროტესტი.

"ჩვენ ბოლომდე, მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი. მაგრამ მიუხედავად ამ ინიციატივისა, გაგრძელდა დესტრუქციული პროცესები ქუჩაში, აქციები, მძიმე შეურაცხყოფები ჩვენი კოლეგების მიმართ, დეზინფორმაციის მთელი კამპანია, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის წერილების გაგზავნა ამერიკასა და ევროპაში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს, მმართველი გუნდის ერთ ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქციები მოყვა.

"დეპუტატებმა პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის და ოპოზიცია უკვე უკიდურეს დესტრუქციას აჩვენებს, მაშინ ვინ იძლევა გარანტიას, რომ როცა გადავალთ ახალ სისტემაზე, ეს იქნება ის ოპოზიცია, ვინც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს კოალიციურ მართვას და თანამშრომლობას, მთავრობის ფორმირებას და თანხმობით გადაწყვეტილებების მიღებას. ეს იყო ძირითადი მიზეზები, რაც ბოლოს მივიდა იქამდე, რომ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაჩქარებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში 22 წლის გოგო თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. 

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ ქვეყნებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ მოუწოდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.20 თეთრი შეადგინა. 

ნათია თურნავამ ბიზნესმენებს საინვესტიცო შეთავაზებები გააცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე.თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის".

საქართველოს დელეგაცია, სოფიო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. დელეგაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხელმძღვანელობს. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- ,,სარფი“, „წითელ ხიდი" და „ლაგოდეხი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ბესარიონ სიმონიშვილი: ელბაქიძეების დევნილი ოჯახი გაუსაძლისი პირობებიდან ახალ ბინაში  საცხოვრებლად გადავა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.