ნათია თურნავა: "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, 2019 წელი, მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის პოზიტიური იყო.

" მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა,  ეკონომიკა გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი  ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ - განაცხადა ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე, რომელიც  საწარმო „მეამა“-ში გაიმართა.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია - „მეამა“ პროგრამის ინდუსტრიული   კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო,  350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.


„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა  350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება.


მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი. 


საწარმო „მეამაში“ გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.


ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.

ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამშენებლო ნორმების დაცვას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

კარლ ჰარცელი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

მაია ცქიტიშვილი: ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

"მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლარი 0.18 თეთრით გამყარდა

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა. 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 328 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის-ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კგ) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.