საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან  ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს.

პროექტის მიზანია ქართველი და არამარტო ქართველი არტისტების ხელოვნების შედევრების პოპულარიზაცია. თეატრის მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

HOLOSEUM-ი ერთგვარი მუზეუმია ჩარჩოების გარეშე, რომელიც დამთვალიერებელს გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს არის პერმანენტული მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და აპრილამდე გასტანს.

საქართველოს ბანკის და SOLO-ს პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენა ჩარჩოების გარეშე დამთვალიერებელს 120 პროექტორით, 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე,  ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს.

მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკების და დანათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი. სწორედ ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი მუზეუმში ისტორიული მოვლენები, ისეთი საინტერესო ნიმუშები, როგორიც სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები და ნამუშევრებია. მომხმარებელი ასევე შეძლებს მულტი განზომილებიანი პროექციების სამყაროში იხილოს ლადო გუდიაშვილის და სხვა არტისტების ნამუშევრები. 

პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ჰოლოგრამების მუზეუმი გარდაიქმნება ღია სივრცედ, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციების, განათლების, მუსიკის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით გაიმართება ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციების გამოფენა,  საინტერესო თოქები და ვორქშოპები, სემინარები. ასევე, მოეწყობა წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები. 

„მოხარულები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ჰოლოზეუმი ეს არის პროექციების სამყარო, სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას,  ხელოვნებას და ისტორიას, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. გვინდოდა ამ პროექტის განხორციელებით  კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი ქართველი ნიჭიერი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.   მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვატორებისთვის. იმედი გვაქვს, ჰოლოგრამების მუზეუმის უნიკალური სივრცე შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს, უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საინტერესოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

"ჰოლოზეუმი არის ადგილი სადაც ჩვენ ვეცდებით რომ წარმოვადგინოთ ქართული ნიჭი.  დიახ ხელოვნება ნიჭიდან იწყება  და ჩვენ, ქართველები სამწუხაროდ, სათანადოდ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ნიჭსა თუ  კულტურას.  პირველი გამოფენა ფიროსმანს ეძღვნება და  დარწმუნებული ვარ, ფიროსმანი ყველას სმენია, თუმცა ბევრისთვის  არ არის ცნობილი ნახატები, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა. ჰოლოზეუმი დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას   21 საუკუნეში შეეხოს წარსულს.  ამიტომ  ველით ყველას, ვისაც მხატვრობა და შემოქმედება უყვარს, "- განაცხადა პროექტის ავტორმა, ლევან ბახიამ.


ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.

ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამშენებლო ნორმების დაცვას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

კარლ ჰარცელი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

მაია ცქიტიშვილი: ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

"მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლარი 0.18 თეთრით გამყარდა

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა. 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 328 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის-ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კგ) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.