პანაცეა - საქართველოში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა

საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა.


საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები უხვად ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას მამოძრავებელი მოტივად კვლავაც რჩება - სწავლება მაღალი ხარისხით, რელური დასაქმებისთვის. ეს კონკრეტულ საქმეში გამოისახება - კოლეჯის კურსდამთავრებულთა 85-90% დასაქმებულია საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.


 პროფესიული სასწავლებლის ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იღებს, როცა მეფისნაცვლის მეუღლემ, ოლღა თეოდორეს ასულმა, თბილისში საბებიო სკოლა დააარსა.


ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო პროფესიული კადრების მომზადების კერა.


დღევანდელ „ჩაჩავას კლინიკის“ შენობაში გახსნილი სასწავლებელი მე-20 საუკუნის  ორმოციან წლებში გადაკეთდა „თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებლად“, ხოლო 2011 წელს  უკვე საბოლოო სახე მიიღო და ეწოდა -  საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.


 პანაცეას დირექტორის, ვასილ კიკნაძის თქმით,  უკვე წლებია კოლეჯს აქვს სტაბილური, სანდო, კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაცია და სამართლიანად ითვლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე ძველ და წარმატებულ კოლეჯად, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში დარჩენა:


„კოლეჯი ამჟამად ახორციელებს 9 ავტორიზირებულ პროგრამას, რომელთა მიხედვითაც 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება პროფესიას. პანაცეას პარტნიორული  ხელშეკრულებები გაფორმებულიაქვს დარგის 30-ზე მეტ მსხვილ ბიზნეს კომპანიასთან და მათ სათანადოდ მომზადებულ პროფესიულ კადრებს სთავაზობს. ვართ ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის - „საექთნო საქმე“, „მეან-ექთანი“, „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ და მასწავლებლის გზამკვლევი „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ავტორი/თანაავტორი. ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ის დიდი ისტორია, რაც კოლეჯს აქვს და ცხადია, ის თავდადება და თანმიმდევრულობა, რითიც კოლეჯის უკლებლივ ყველა თანამშრომელი განსაკუთრებით გამოირჩევა“,- აღნიშნა ვასილ კიკნაძემ.


 პანაცეა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ის, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეჯებთან (ლატვია - დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯი, ესტონეთი - ტალინის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი). გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტს: გერმანული ენის შესწავლის ინტენსიური კურსი (გერმანული მხარის სრული დაფინანსებით). შესაბამისად, პანაცეას საექთნო განათლების სტუდენტებსა და დიპლომირებულ ექთნებს გერმანიის კლინიკებში შემდგომი ლეგალური დასაქმების დიდი შანსი აქვთ. კოლეჯი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერდაჯილდოვებულია 2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით.


საიბილეო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადილე თამარ ქიტიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ისტორიის ფლობასთან ერთად, თანამედროვეობის იმ გამოწვევებთან გამკლავების წარმატებული პრაქტიკა, რასაც პანაცეას შემთხვევაში ვხვდებით:


„მაქვს განცდა, რომ როცა 140 წლის წინ მეფისნაცვლის მეუღლე საბებიო სასწავლებელს ქმნიდა, მას განსაკუთრებული სიყვარული ამოძრავებდა. სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა ეს დიდი ისტორია, რომელიც დღესაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კოლეჯს. სიმბოლურია, რომ კოლეჯი  ბებიობით, ანუ ახლამოვლენილ სიცოცხლეზე ზრუნვით დაიწყო. გილოცავთ, დიდ ისტორიასთან ერთად ხართ ყველა სიახლისთვის ფეხის ამწყობნი. გილოცავთ იუბილეს და ხანგრძლივ წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებ“,- აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ერაძის თქმით, კოლეჯი „პანაცეა“ არ არის შენობა, ეს ადამიანების ერთობაა განვითარებისთვის, ინოვაციისთვის და სწორედ ეს ერთობაა მთავარი. ვამაყობთ იმით, რაც შექმნილია და ვიცით, რომ ახალი „პანაცეა“ ბევრი მიმართულებით კიდევ ბევრჯერ ასწევს თამასას, - აღნიშნა ერაძემ.


„140 წელიწადი დაიტია 20 წუთიანმა ფილმმა და მე გამეფიქრა - რამდენი განსაცდელი გადაიტანა ამ სასწავლებელმა, რამდენი სიკეთე გაავრცელეს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა.  რასაც ეს კოლეჯი აკეთებს, ეს  უდიდესი საქმეა“. - ეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ექიმ ლადო კახაძის სიტყვებია.


პირველი პროფესიული კოლეჯის 140 წლის იუბილეზე კოლეჯის ღვაწლმოსილი მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებით საზეიმოდ დააჯილდოვეს. შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა ექთანთა, მასაჟისტთა და ფარმაცევტთა ასოციაციებთან.


საიუბილეო ღონისძიება შედგა კოლეჯის პარტნიორების: ევექსი ჰოსპიტლები, პეესპე ფარმა, საქართველოს კარიტასი, გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო) და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით.


ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.

ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამშენებლო ნორმების დაცვას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

კარლ ჰარცელი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

მაია ცქიტიშვილი: ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

"მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლარი 0.18 თეთრით გამყარდა

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა. 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 328 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის-ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კგ) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.