ნიკა მეალია: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჭეშმარიტება იქნება ასახული

საკონსტიტუციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება მოსამართლის გადაწყვეტილება. 


"გაიმართა ჯანსაღი პაექრობა, რამაც ჩემი ღრმა რწმენით, ჭეშმარიტება გამოავლინა. იმედი მაქვს, რომ ეს  ჭეშმარიტება იქნება ასახული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ცხადზე უცხადესია, რომ პარლამენტმა, გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვის გარეშე, მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება",-განაცხადა ნიკა მელიამ. 


ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სარჩელი კონსტიტუციურია. 


"განგვემარტა, რომ ნიკა მელიას სარჩელი კონსტიტუციასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი მოლოდინით, უნდა მიიღოს ერთადერთი ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და გააუქმოს პარლამენტის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება",-აღნიშნა ადვოკატმა.


ცნობისთვის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყდა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. 


ნიკა მელია: პატიმრობის განაჩენი თუ იქნება გამოტანილი, გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები


ვახტანგ გომელაური: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ასეთი კიბერშეტევა არ მოხდეს 

"ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. 

მამუკა მდინარაძე: ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ  

"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვიტორ ტომე: „მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ  მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესე იგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ“

„ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების  კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“, - ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ  მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი კაუნასის მერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის "ღვინის ხალხი" პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.

სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

"ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times-ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence.

მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. 

ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ელისაშვილი ვანო მერაბიშვილზე: თავისი სათქმელი ვერ მოზომა

"სამოქალაქო მოძრაობა" შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან რაიმე ფორმით თანაშრომლობას გამორიცხავს.

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის დაგმობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. 

თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

"ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.