კატეგორიები

კავკასიური გადაიარაღება და მოსალოდნელი საფრთხეები

ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება თავდაცვის სფეროში, არანაირ პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებს.

საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში და 2017 წლისთვის სამხედრო თემაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასაც აპირებენ, მაშინ როდესაც საქართველოს და აზერბაიჯანს რუსეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მეზობელი სომხეთი კი, სამხედრო–სამეკავშირეო ურთიერთობებს ინარჩუნებს რუსეთის ფედერაციასთან.


სამხრეთ კავკასიაში სამხედრო თვალსაზრისით დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი სომხეთთან საომარი მდგომარეობის პარალელურად, ისრაელისგან 4.85 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას იძენს. ქვეყნების პირველმა პირებმა 13 დეკემბერს მოაწერეს ხელი სამხედრო გარიგებას.


თავის მხრივ, საქართველო აქტიურად ახორციელებს საჰაერო თავდაცვის მექანიზმების გაძლიერებას და ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტი თანხა არის მიმართული ქვეყნის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესებისკენ. ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან. ორგანიზაცია სულ უფრო მეტ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის სფეროს.


ასევე, საყურადღებოა, რომ სომხეთსა და ნატო-ს წევრ თურქეთს შორის, ტრადიციულად, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა.


საქართველოს ხელისუფლების მიერ, ბოლო წლებში გატარებული საგარეო პოლიტიკური კურსი და განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაახლოების პროცესი, ასევე თანამშრომლობა „სუამ"–ის ფარგლებში, სომხეთის პოლიტიკურ წრეებში აშკარა უკმაყოფილებას იწვევს.


აზერბაიჯან-რუსეთს შორის ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, ბოლო წლების განმავლობაში წინააღმდეგობრივად ვითარდებოდა. პარალელურად კი, აზერბაიჯანსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურად მიდის.


აზერბაიჯანი, აგრეთვე, აქტიურად მუშაობს თავისი სამხედრო აეროდრომების ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან თანადგომას იღებენ ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ნატოს წევრი ქვეყნებიდან, თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით რეგიონში საქართველო მოწყვლადი ქვეყანა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მის სამეზობლოში შეიარაღებული კონფლიქტი მოხდება.


„პირველი“ ექსპერტ ლაშა ძებისაშვილს ესაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ თავდაცვის სისტემის აქტიური გაძლიერების პარალელურად სომხეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ფონზე, რეგიონში იქმნება თუ არა წინასაომარი ვითარება.

 

„ფაქტი ცალსახაა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ორი კუთხით, ეს არის ენერგომატარებლების ტრანზიტის კუთხით და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებიც არ არის გაწევრიანებული რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო ბლოკში. ასევე, რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმდა შეაირაღებული ძალების მართვისა და ორგანიზების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საომარ ვითარებაში ერთიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რაც ძალიან დამაფიქრებელია, პირველ რიგში საქართველოსთვის. ეს საქართველოსთვის ძალიან საგანგაშოა, რადგანაც ვითარების ესკალაციის დროს, ავტომატურად, სომხეთის შეიარაღებული ძალები დაექვემდებარებიან რუსულ სამხეროებს. ამ ფონზე ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც ითვალისიწინებს დამატებითი თავდაცვითი ხელშეკრულების გაფორმებას, ვფიქრობ, სავსებით ადეკვატურია და ეს არანაირ პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებს“, - განაცხადა ძებისაშვილმა.


ჯერჯერობით უცნობია 2017 წლისთვის რა სახის თავდაცვითი ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და აუცილებელია.






აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა

უკრაინაზე მასიური კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინაში ჰაკერებმა თავდასხმა ქვეყნის სამინისტროებზე, სხვადასხვა ბანკზე, ენერგეტიკულ ფირმებსა და მეტროს ქსელზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.telegraph.co.uk ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ქართველი პრიმა-ბალერინა, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხ. ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.

თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. 

ბანგის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სამშვიდობოებმა საჩუქრები გადასცეს

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო  ბაღი აშენდება

განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ვაკის რაიონის  ნაწილს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავის მებრძოლებზე „სამოთხის პასპორტების“ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაური მანქანაში ააფეთქეს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სპეცრაზმის მეთაური ადგილზე დაიღუპა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.20%-ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 46.38 დოლარი შეადგინა.