ჩეჩენ სამხედროებს რუსებთან ერთად სირიაში წასვლას აიძულებენ

პანკისელი ჟურნალისტის სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სამსახური დატოვა იმის გამო, რომ მათ სირიაში რუსებთან ერთად საბრძოლველად წასვლას აიძულებდნენ. 

ჟურნალისტი, ასევე, "პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ იმ 12 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებმაც სირიაში წასვლაზე უარი თქვეს, რამდენიმე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლეს.


პანკისელი ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელშიც წერს, რასაც თან გარდაცვლილი ადამიანების ფოტოს ურთავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მას არ შეუძლია. 


"ჩეჩენი ბიჭები, რომლებმაც უარი თქვეს რუსებთან ერთად სირიაში ბავშვების სისხლში ხელის გასვრაზე,ასეთი სასჯელი მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ უარი თქვეს სირიაში წასვლაზე, სამხედრო სამსახურს თავი დაანებეს, მაგრამ ეს არა აპატიეს",- წერს ჟურნალისტი.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება 14 მარტს გასცა. რუსეთი, სირიიდან შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის გამოყვანის მიუხედავად, ქვეყანაში საჰაერო დარტყმებს აგრძელებს.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.


სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა "სირიის თავისუფალი არმია" შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა. 



აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სპორტული კომპლექსების საკითხზე შეხვედრა გამართა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.