კატეგორიები

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ერთმანეთთან ითანამშრომლობენ. 


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სომეხ კოლეგას ვიგენ სარგსიანს ორდღიანი ვიზიტით მასპინძლობს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. დელეგაციებს შორის მინისტრების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. 


მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებაზე. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წელს ზამთრისა და ზაფხულის სამთო კურსების გავლა შესთავაზა.  


საუბარი შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ ებრძვიან ტერორიზმს და მხარს უჭერენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. 


გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს და განხილული თემები შეაჯამეს. ლევან იზორიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. „ჩვენ ქვეყნებს ისტორიულად ძალიან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ორივემ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ეს მომავალშიც უნდა განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია რეგიონული უსაფრთხოება, მშვიდობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად. დღეს ხელი მოვაწერეთ თავდაცვის სფეროში მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმას. ის მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას. გვინდა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 


ვიგენ სარგსიანმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საუბრისას მან საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენს ხალხს ათასწლეულებია კარგი ურთიერთობა აქვთ. საქართველო ძლიერი ქვეყანაა, რომელიც საუკუნეებია სახელმწიფოებრიობას აშენებს. ჩვენ ძალიან ძლიერი და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან“. 


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს. 




სადახლოსა და სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი" და "სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 17 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი და მარიხუანა (4,93 გრამი) აღმოაჩინეს.

მტკვარსა და სადახლოზე და არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "მტკვარი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ( 291.2 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25,124.88 ლარი შეადგინა. 

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის, 5040 ღერის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. 

ყაზბეგში ტრავმატული იარაღი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, 1 ცალი ტრავმატული იარაღი, 31 ცალი ტყვიით აღმოაჩინეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 1 მაისს პრესკონფერენციას გამართავს

1 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს.

ლონდონში ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც ტერაქტს გეგმავდა

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელსაც პოლიციის ვარაუდით ტერაქტის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი.

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ღია იქნება ბიზნესთან თანამშრომლობისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წევრებთან შეხვედრის შედეგ, განაცხადა რომ პარლამენტი და ბიზნეს სექტორი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად ითანამშრომლებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიზნეს ასოციაციის წევრებს კონსტიტუციის ცვლილებები გააცნო

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი გააცნო.

საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია "ლიტერას" გამარჯვებულები დაასახელეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია "ლიტერას "კონკურსის ჟიურიმ (თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი) 5 ნომინაციაში  გამარჯვებულები დაასახელა.

თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თურქეთის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ბათუმის მოვლენებში ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირს ზეწოლაში ადანაშაულებს

ბათუმის მოვლენებში ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ქუთაისის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ქობულეთში ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა

ქობულეთის სოფელ წყალროკაში ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფით მოიკლა თავი.

რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი უშგულშია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოში მოგზაურობს. დღეს ეს პრესტიჟული სარაგბო ჯილდო ევროპის ყველაზე მაღლამდებარე სოფელში, უშგულში გამოიფინა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი "საიას" განცხადებას სისულელეს უწოდებს

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მთავრობის კანონპროექტზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას “სრულ სისულელეს“ უწოდებს.

ამანი-თბილისი-ამანის პირველი ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ განხორცილდება

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2017 წლის 28 აპრილს პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 16:40 საათზე დაეშვება.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიეცემა.

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სიგარეტი (10640 ღერი), ყავა (40,9 კგ) და ალკოჰოლური სასმელი ( 26.7 ლიტრი) აღმოაჩინეს. 

ევროსაბჭოში საქართველოს ახალი მომხსენებელი ეყოლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, ბორის სილევიჩს რუმინეთის წარმომადგენელი, ტიტუს კორლატეანი შეცვლის.