კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში საკადრო ოპტიმიზაციას საჭიროდ მიიჩნევს

თავდაცვის სამნინისტროში საკადრო ოპტიმიზაციის საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.

"იმედის" პირდაპირ ეთერში შეიარაღებული ძალებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ფაქტი სამწუხაროა, თუმცა უწყებაში საკადრო ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს.


"ნებისმიერი ადამიანის, სამსახურიდან გათავისუფლება ძალიან რთულია, მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა - სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს სერიოზულ ოპტიმიზაციას. სამხედროებმა კარგად იციან, რომ ხშირ შემთხვევაში, უფროსი ოფიცრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომელთა საჭიროება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ასევე, შეიძლება სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა გადამეტებული იყოს, აჭარბებდეს პროპორციულად საერთო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას. ადამიანურად, თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს და ეროვნული თავდაცვის ინტერესებს. ვწუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


სამხედრო პილიციიდან ასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ.


თავდაცვის სამინისტროში საკადრო ოპტიმიზაციაზე მინისტრმა ლევან იზორიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ნოემბერში ისაუბრა.


"თუ დღეს 53 დეპარტამენტი გვაქვს, შეიძლება 35 დეპარტამენტამდე დავიყვანოთ, რაც სერიოზული ოპტიმიზაციის საფუძველს მოგვცემს. ასევე, ჩვენ, როგორც მინისტრმა, ასევე მოადგილეებმა და გენშტაბის ხელმძღვანელობამ უარი ვთქვით მრჩევლის ინსტიტუტზე. წლიურად ნახევარი მილიონის ოპტიმიზაცია მოხდება. ანალოგიური იგეგმება გენშტაბშიც", - განაცხადა ლევან იზორიამ.



ორმოცი ჯიჰადისტი მოკლეს სირიაში საჰაერო თავდასხმებისას

მინიმუმ 40 ჯიჰადისტი მოკლეს დასავლეთ ალეპოში საჰაერო თავდასხმების დროს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ატარებდა აღნიშნულ საჰაერო იოპერაციას, ამერიკის კოალიცია, სირიის სამთავრობო ჯარები, თუ რუსეთი.

სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

თურქეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ორი ქალი დეპუტატი დაშავდა
ორი ქალი დეპუტატი დაშავდა თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს მომხდარ ჩხუბში. რეფორმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას გულისხმობს.
ლაგოდეხში პოლიციელმა კაცი დაჭრა

პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოში 2017 წელს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და 2017 წელს შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ უთხრა.

იტალიაში ზვავში მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში 6 ცოცხალი ადამიანი იპოვეს
ექვსი გადარჩენილი ადამიანი იპოვეს იტალიაში 18 იანვარს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანკრეულ სასტუმროში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს სპორტის სასახლეში. ყრილობას 7 ათასი დელეგატი და 3 ათასამდე სტუმარი ესწრება.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ "თურქული ნაკადის" შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გაზსადენის “თურქული ნაკადი” მშენებლობის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"GRECO"-მ  საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), 2017 წლის 17 იანვარს, საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

ქობულეთში დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის კაცს სამართალდამცველები მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

Worldskills Georgia გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებს
თბილისის საკრებულოში Worldskills Georgia -ს ეროვნული შეჯიბრების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
"ყაზტრანსგაზი" ლუბლიანას ქუჩაზე გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის შესახებ იუწყება
თბილისში, დიღმის რაიონში გაზმომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობის მომხრეა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს ვენეციის კომისიასთან სამუშაო ვიზიტს და მიიჩნევს, რომ შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის არ უნდა იყოს.