კატეგორიები

გმირთა მემორიალი გახსნა თავდაცვის მინისტრმა კოჯორში

საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, გაიხსნა. 

მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილიც ესწრებოდნენ.  


დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი და შუალედური სასწავლო კურსების გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.


თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სამხედრო განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება: 


„სიმბოლურია, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი, ჩვენი გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. მინდა, დიდი პატივით მოვიხსენიო მისი სახელი. მადლობა მისი ოჯახის წევრებს მობრძანებისთვის. ეს, ჩვენ მოტივაციას და მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება. მერწმუნეთ, რომ ვაჟკაცი, მტერიც კი, ამას ყოველთვის დააფასებს, ხოლო ლაჩარი მოწინააღმდეგე იმავეს ჩაიდენს, რაც ანწუხელიძის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამიტომ, თითოეული ჯარისკაცის ღირსების საქმეა თავდადების, თავგანწირვის მაგალითი აჩვენოს. ახლა, ჯერი ჩვენზეა - ჩვენი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით შევქმნათ ისეთი ჯარი, რომელიც მოქმედებებში ძალიან გონიერი, მობილიზებული იქნება. თქვენ, სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების საფუძველი ხართ. თქვენ, ხართ ლიდერებს შორის ლიდერები. ამიტომ, თქვენს უნარებზე, თქვენს მაგალითზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეიარაღებულ ძალებს შევქმნით მომავალში. ეს ცენტრი ერთ-ერთი სამაგალითოა. მომავალში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ უკვე მეთაურთა, სერჟანტთა პროგრამები, რათა, 2018 წლიდან, მათ აქ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დახვეწონ შესაბამისი უნარები. ასე რომ, ჩვენი რეფორმები გადის სწორედ ლიდერებზე. სერჟანტი უნდა გახდეს წინამძღოლი არა მხოლოდ ომში და ჯარში, არამედ რეფორმებშიც. იცით, რომ ძალიან პრობლემურ რეგიონში ვცხოვრობთ, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და, ბუნებრივია, ეს გამოწვევები ჩვენ მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენი უკვე გაცხადებული და დაწყებული ოპტიმიზაცია სწორედ იმას უკავშირდება, რომ რაც შეიძლება მეტად ავამაღლოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა და კვალიფიკაცია. ამიტომ, მომავალი წლიდან ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რათა ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი. ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციასა და ენერგიას ჩავდებთ, სწორედ, ასეთი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნაში, განსაკუთრებით საუბარია წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე. ვაზიანშიც ვგეგმავთ სერიოზული სასწავლო ცენტრის შექმნას და, ბუნებრივია, სერჟანტთა მომზადების ცენტრიც ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება ჩვენთვის. ასე რომ, ჩვენი რეფორმა მიზნად ისახავს თითოეული ჯარისკაცისთვის ღირსეული პირობების შექმნას, რათა მან თავი იგრძნოს სახელმწიფოსგან დაფასებულად, რომელსაც ერი ენდობა თავის საქმეში - სამშობლოს და ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული სამხედროები სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.


სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსები 26 სექტემბერს დაიწყო და 13 კვირას გაგრძელდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტებმა მიიღეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსი 71-მა სამხედრომ გაიარა, ოცეულის მეთაურის შუალედურ კურსს კი 34 სამხედრო დაესწრო. 13-კვირიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში სერჟანტები თეორიულ მეცადინეობასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლნენ.


საკარიერო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, ოპერატიული ბრძანების მომზადება და განხორციელება, საცეცხლე მომზადება, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსის მსმენელებმა დამატებით პირველადი სამედიცინო დახმარება და სამწყობრო მომზადებაც გაიარეს.




სასჯელაღსრულების მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა.

ლიტვაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს საზეიმოდ დახვდნენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ქუთაისი-ვილნიუსის ავიარეისით ლიტვაში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის საგანგებო საზეიმო დახვედრა გაიმართა.  

ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან კაცი პოლიციელებს დაესხა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან კაცი პოლიციელების მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადა. ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება "საქართველო თამბაქოს გარეშე" გაიმართა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება "საქართველო თამბაქოს გარეშე".

ზურაბ პატარიძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვედა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სკოლებში ახალი პროექტი "ისწავლე მეტი თამაშით" ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი "ისწავლე მეტი თამაშით" ამოქმედდება.

სიგარეტის ნამწვავის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარი იქნება

3 აპრილიდან დედაქალაქში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც მოქალაქეებს სიგარეტის ნამწვის, მზესუმზირისა და სხვა ნარჩენებისთვის დაყრისთვის 80 ლარით და 2 კილოგრამზე მეტი წონის ნარჩენზე 150 ლარით დააჯარიმებენ.

ქუთაისში ავარიას ქალი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში, გორის ქუჩაზე მოხდა.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.

აშშ-ის ელჩი "მოსმენების კანონთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ე. წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს დიდი ინტერესით აკვირდება. ამის შესახებ ელჩმა, ქუთაისში განაცხადა.

30 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო  30 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ზემო ლარსის ალტერნატივად საჰაერო და საბორნე გზები განიხილება

ზემო ლარსის ალტერნატივად, შესაძლოა, საჰაერო და საბორნე გზები გამოიყენონ. ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის, კავშირებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ვაგან მარტიროსიამა განაცხადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ განცხადებას აკეთებს

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციის შესახებ განცხადებას აკეთებს:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4472 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4432 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ ამ დრომდე "თავისუფალი დემოკრატების" წევრია

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ის პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრია, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული არ არის.

მოაგვარე ფინანსური პრობლემა სახლიდან გაუსვლელად

გჭირდებათ ფული სასწრაფოდ? საჭირო თანხის მიღება უკვე სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ 15 წუთში შეგიძლიათ. ონლაინ სესხის დახმარებით ფინანსებით უზრუნველყოფა მარტივია.

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 14 აპრილს სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდება და შერჩეული 5 კანდიდატი მთავრობას პირველ ივლისამდე გადაეცემა.

სასამართლომ ბრალდებულ გოგიტა ჩქოფოიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულ გოგიტა ჩქოფოიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოში დაკავებულ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკრაინის ინტერპოლის მიერ ძებნილ, უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იგორ კირიუშინს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობას კოოპერატივები მიიღებენ

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას მიიღებენ.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის ქალაქ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს 35 წლის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.