კატეგორიები

სამხედრო მოსამსახურეებმა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასაჩუქრეს

თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეთი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოინახულეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა, ბავშვებს საკუთარი დანაზოგით შეძენილი სასკოლო ნივთები, რბილი ავეჯი და ტკბილეული მიუტანეს.  


შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი სურვილით ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დაწესებულების აღსაზრდელებს და მსგავს საქველმოქმედო აქციებს ატარებენ.


ლაშა გოჩელაშვილი: "ბატალიონის მეთაურთან ერთად 202-ე საჯარო სკოლას ვეწვიეთ. ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ და მცირედი საჩუქრები გადავეცით, მათ შორის ტკბილეული და მცირედი ინვენტარი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ეს ბავშვები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. პირობას ვდებთ, რომ მათ ხშირად გავახარებთ."


"მეორე ქვეითი ბრიგადის ოცდამესამე ქევითი ბატალიონი ჩვენს სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებით ეწვია. ბავშვთა ოთახი, სადაც ისინი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ, საჭირო ინვენტარით განაახლეს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მისიიდან მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო ." - განაცხადა 202-ე სკოლა-პანსიონის დირექტორმა ხათუნა ჯალაღონიამ.


საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.





კურორტ "თეთნულდზე" გერმანელი ტურისტი დაიღუპა

კურორტ "თეთნულდზე" ორი გერმანელი ტურისტი ზვავში მოყვა, რომელთაგანაც ერთის გადარჩენა მოხეხრდა, მეორე კი, დაიღუპა.

ალასანიას თქმით, მას და ჩურკინს სჯეროდათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავლის

ქართველმა პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ "ДОЖДЬ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გაერო-ში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის შესახებ ისაუბრა.

ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები კონგრესმენებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს შეხვდნენ.

გორის რაიონიდან გატაცებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცხელი ხაზი ამოქმედდა

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, რომელიც ოკუპანტებმა დღეს გაიტაცეს, ცხელი ხაზი ამოქმედდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ წირვას აღავლენს

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას ექიმის ინფორმაციით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ხვალ წირვას აღავლენს.

ლევან იზორია აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასპინძლებს

ხვალ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობს ჩვენებას მოცემაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს ვისი პასუხისმგებლობა დგას 5 მილიონის მითვისებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე არ აკონკრეტებს კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას, 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე.

ოკუპანტებმა გორის რაიონიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის სოფელ კოშკას მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"აუდიტორია 115" განათლების სისტემის რეფორმირებას და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში "აუდიტორია 115"-მა პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიის წევრებმა განათლების სისტემის რეფორმირება და საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს.

კულტურის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მომავალი ტურისტული სეზონის დადგომამდე მხარეებმა დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს და მათში ჩართულობისა და კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრეს.

 

ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.

ზურაბ პატარაძემ სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ახალი სკოლა 300 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2017-2018 წლის სასწავლო წლისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. წელს კაპრეშუმის სკოლაში 91 მოსწავლე სწავლობს.

სირიაში ძალოვანი უწყებების შენობებზე თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის უსაფრთხოების სამსახურების ორ შენობაზე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 42 ადამიანი გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაშვებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.

პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის დაცვის მოქმედი უფროსის სოსო ოხანასვილის გადადგომის შემდეგ, პოსტს ზურაბ ბაჩუკური ჩაიბარებს.

საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე დაბარებული არ არის

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, უწმინდესის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.