კატეგორიები

მდინარე ენგურზე, იანვარში, თვითგამოცხადებული მთავრობა 2 გამშვებ პუნქტს დახურავს

ოკუპირებულ აფხაზეთში თვითგამოცხადებული მთავრობა მდინარე ენგურზე, იანვარში, 2 გამშვებ პუნქტს დახურავს. დეფაქტო ხელისუფლებაში მესამე გამშვები პუნქტის დახურვასაც არ გამორიცხავენ.

მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლაშა ცაავას თქმით, ე.წ. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნაბაკევისა და ოტობაიას გამშვები პუნქტები დაიხურება.


"გამშვები პუნქტები გალის რაიონის ქვედა ზონაში მდებარეობენ. იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ტრანსპორტისა და გზის საკითხი მოგვარებული, მესამე გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ცაავა.

ე.წ. "აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების განთავსების შესახებ" დადგენლებაში, აფხაზეთის დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ცვლილებაბები დღეს შეიტანეს. დოკუმენტი ძალაში 30 დღეში შევა.


ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 4 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. 2017  წლის დასაწყისში, აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დახურა.


2008 წლის ომის აგვისტოს შემდეგ, აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა და ამ დრომდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიას.


წიგნი ყველა სახლში

რთულია იპოვო ისეთი კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი წიგნი სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და მიიღოთ იგი სასურველ მისამართზე უფასო საკურიერო მომსახურებით.

პროკურორის მოადგილე დეკანოზის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების პროცესში არავის დაკავება არ არის გამორიცხული.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის რეგულაციის დამტკიცება მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის დამტკიცება, ქართველ ხალხს სოციალური ქსელის მეშვეობით ჟენევიდან მიულოცა.

საგარეო მინისტრის მოადგილემ ისრაელის მთავარი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორი რაფაელ ჰარპაზი მიიღო.

პრემიერის თქმით, დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება.

ევროკავშირმა ჩრდილოთ კორეას სანქციები გაუმკაცრა

ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეისთვის ვერტმფრენებისა და საზღვაო ხომალდების მიყიდვას კრძალავს.

ყვარლის ალპურ ზონაში ფრანგი ტურისტი დაშავდა

ყვარელში, ალპურ ზონაში ფრანგი ტურისტი დაშავდა. მაშველები დაშავებულის გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია “თელასი“-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება

27თებერვალს, 19:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად NASA-ში გაემგზავრება .

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5837 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5883 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.46 ლარი შეადგინა

უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეს 2 მარტს განიხილავს

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. საქმე არსებითად "რუსთავი 2"-ის მხარეთა დაუსწრებლად განიხილება.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირი დაასახელა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირი დაასახელა. ამის შესახებ ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თსუ-ში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი ღონისძიებები გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.

ქვემო ქართლში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორ ბაღს აშენებს.

28 თებერვალს გაზმომარაგება 300 აბონენტს შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 28 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა №2 და №4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა

27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. 

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გახსნა.

თავდაცვის მინისტრი მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის ტესტირებას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.

ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების გაზიფიცირება დასრულდა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი სოზარ სუბარი და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მმართველი მამუკა კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ესტუმრნენ. 

გერმანიის მოქალაქეს ტერორისტებმა თავი მოკვეთეს

ფილიპინებზე „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა მძევალს, გერმანიის მოქალაქეს, 70 წლის იურგენ კანტნერს თავი მოკვეთეს.