აჭარის ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ე.წ ბასკოს შენობა პრივატიზებული არ არის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის თქმით, სასპორტო სკოლა ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული და არ ინგრევა.

ბოლქვაძის თქმით, ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით შეიძინა მხოლოდ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით.


"კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს. პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცედურები, რომელსაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე პროექტირების პროცესია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სპორტსმენები სწორედ აღნიშნული შენობაში გააგრძელებენ სამომავლოდ საქმიანობას",- განაცხადა ბოლქვაძემ.


მისივე თქმით, "სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს, არათუ შენობა არ ექნებათ, არამედ ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის".


"აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს"- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.


ბათუმის მერიამ მთავრობას სამი მიწის ნაკვეთი გადასცა. 2 000 კვ/ მეტრი ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2 352 კვ/მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლის მიმდებარედ და 207 კვ/მ ხიმშიაშვილის ქუჩაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“. ამ მიწების ჩამონათვლაშია ის ტერიტორიაც, სადაც სპორტსკოლაა განთავსებული.


ბათუმის მერის განცხადებით, სპორტსმენები ახალი შენობის გამოყოფამდე, სავარჯიშოდ, სხვადასხვა სპორტულ ობიექტებში გადანაწილდებიან.



აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სპორტული კომპლექსების საკითხზე შეხვედრა გამართა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.