კახეთში ავტოავარიის შედეგად 68 წლის კაცი დაიღუპა

კახეთში, სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოავარიას 68 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა . შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ახაშნის მონაკვეთზე მოხდა.

 

თელავიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი "გოლფის" მარკის ავტომობილი 06-ის მარკის მანქანას შეეჯახა. 


შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 06-ის მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. 



შემთხვევის ადგილზე საპატრულო პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.


შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.



ორმოცი ჯიჰადისტი მოკლეს სირიაში საჰაერო თავდასხმებისას

მინიმუმ 40 ჯიჰადისტი მოკლეს დასავლეთ ალეპოში საჰაერო თავდასხმების დროს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ატარებდა აღნიშნულ საჰაერო იოპერაციას, ამერიკის კოალიცია, სირიის სამთავრობო ჯარები, თუ რუსეთი.

სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

თურქეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ორი ქალი დეპუტატი დაშავდა
ორი ქალი დეპუტატი დაშავდა თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს მომხდარ ჩხუბში. რეფორმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას გულისხმობს.
ლაგოდეხში პოლიციელმა კაცი დაჭრა

პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოში 2017 წელს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და 2017 წელს შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ უთხრა.

იტალიაში ზვავში მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში 6 ცოცხალი ადამიანი იპოვეს
ექვსი გადარჩენილი ადამიანი იპოვეს იტალიაში 18 იანვარს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანკრეულ სასტუმროში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს სპორტის სასახლეში. ყრილობას 7 ათასი დელეგატი და 3 ათასამდე სტუმარი ესწრება.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ "თურქული ნაკადის" შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გაზსადენის “თურქული ნაკადი” მშენებლობის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"GRECO"-მ  საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), 2017 წლის 17 იანვარს, საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

ქობულეთში დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის კაცს სამართალდამცველები მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

Worldskills Georgia გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებს
თბილისის საკრებულოში Worldskills Georgia -ს ეროვნული შეჯიბრების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
"ყაზტრანსგაზი" ლუბლიანას ქუჩაზე გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის შესახებ იუწყება
თბილისში, დიღმის რაიონში გაზმომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობის მომხრეა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს ვენეციის კომისიასთან სამუშაო ვიზიტს და მიიჩნევს, რომ შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის არ უნდა იყოს.