აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სპორტის მოღვაწეებს შეხვდნენ

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტის მოღვაწეებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებთან შეხვედრაზე სასპორტო სკოლა "ბასკოს" ფუნქციონირების განვითარებაზე ისაუბრეს. 

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. 


შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართეს. 


რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრის მონაწილეებთან სასპორტო სკოლა "ბასკოსთან" დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ დაინგრევა.


"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისთვის, თემისადმი თქვენი ასეთი მაღალი ინტერესისთვის და აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება, წინადადებები და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ სპორტის სფეროში ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება თქვენთან კომუნიკაციით, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მივიღოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სასპორტო სკოლა ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ ინგრევა. ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით შეიძინა მხოლოდ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით, კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს. პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცედურები, რომელსაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სპორტსმენები სწორედ აღნიშნული შენობაში გააგრძელებენ სამომავლოდ საქმიანობას. ვიდრე არ მოხდება სპორტსმენების ალტერნატიულ ფართში განთავსება არსებული ორი სპორტული ცენტრის დემონტაჟი არ განხორციელდება. სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ბოლქვაძემ .

 

სასპორტო სკოლაში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები მინისტრებს დაუსვეს. დამსწრეებს აჭარის განთლების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართა. 

მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სპორტი მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა და სპორტსმენებს აუცილებლათ ექნებათ უკეთესი პირობები ვარჯიშისთვის და საქმიანობიოსთვის. ინგა შამილიშვილმა ასევე წარმატებულ სპორტსმენებზე ისაუბრა და მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილი ლაშა ჩავლეშვილი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის სასპორტო სკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციის წევრები, სპორტის კოორდინატორები, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


ბათუმის მერიამ მთავრობას სამი მიწის ნაკვეთი გადასცა. 2 000 კვ/ მეტრი ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2 352 კვ/მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლის მიმდებარედ და 207 კვ/მ ხიმშიაშვილის ქუჩაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“. ამ მიწების ჩამონათვლაშია ის ტერიტორიაც, სადაც სპორტსკოლაა განთავსებული.


ბათუმის მერის განცხადებით, სპორტსმენები ახალი შენობის გამოყოფამდე, სავარჯიშოდ, სხვადასხვა სპორტულ ობიექტებში გადანაწილდებიან.



ორმოცი ჯიჰადისტი მოკლეს სირიაში საჰაერო თავდასხმებისას

მინიმუმ 40 ჯიჰადისტი მოკლეს დასავლეთ ალეპოში საჰაერო თავდასხმების დროს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ატარებდა აღნიშნულ საჰაერო იოპერაციას, ამერიკის კოალიცია, სირიის სამთავრობო ჯარები, თუ რუსეთი.

სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

თურქეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ორი ქალი დეპუტატი დაშავდა
ორი ქალი დეპუტატი დაშავდა თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს მომხდარ ჩხუბში. რეფორმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას გულისხმობს.
ლაგოდეხში პოლიციელმა კაცი დაჭრა

პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოში 2017 წელს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და 2017 წელს შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ უთხრა.

იტალიაში ზვავში მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში 6 ცოცხალი ადამიანი იპოვეს
ექვსი გადარჩენილი ადამიანი იპოვეს იტალიაში 18 იანვარს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანკრეულ სასტუმროში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს სპორტის სასახლეში. ყრილობას 7 ათასი დელეგატი და 3 ათასამდე სტუმარი ესწრება.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ "თურქული ნაკადის" შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გაზსადენის “თურქული ნაკადი” მშენებლობის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"GRECO"-მ  საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), 2017 წლის 17 იანვარს, საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

ქობულეთში დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის კაცს სამართალდამცველები მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

Worldskills Georgia გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებს
თბილისის საკრებულოში Worldskills Georgia -ს ეროვნული შეჯიბრების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
"ყაზტრანსგაზი" ლუბლიანას ქუჩაზე გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის შესახებ იუწყება
თბილისში, დიღმის რაიონში გაზმომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობის მომხრეა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს ვენეციის კომისიასთან სამუშაო ვიზიტს და მიიჩნევს, რომ შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის არ უნდა იყოს.