კატეგორიები

წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა და კლიენტისთვის მილიონობით შემცირებული გადასახადი

იურიდიული ფირმა GLCC და მისი მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი სასამართლო საქმეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, 2013 წლიდან აწარმოებდა.  


დავა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისათვის დიდი ოდენობით დამატებით დარიცხული გადასახადების გაუქმებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, საქმე ეხებოდა სამშენებლო კომპანიის ბინათმენაშენეთა ამხანაგობაში გაერთიანებას და შენატანის სახით მშენებლობის დაფინანსების ვალდებულების ბარტერის ოპერაციად კვალიფიკაციას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ ოპერაციის ბარტერად დაკვალიფიცირებას მოჰყვა სამშენებლო კომპანიაზე დამატებით 2 400 000 ლარზე მეტი დღგ-ს გადასახადის დარიცხვა. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიული ფირმა GLCC-ს მიერ, კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, ჯერ შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ საბჭოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში გასაჩივრდა.


ცნობისათვის, 2008 წლის 04 მარტს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასა და ამხანაგობას შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანს საცხოვრებელი კომპლექსის (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის) მშენებლობა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ახალი ამხანაგობა. ხელშკრულებაში მონაწილე ამხანაგობის მხარის განხორციელებულ შენატანს ახლადშექმნილ ამხანაგობაში წარმოდგენდა მიწის ნაკვეთი ღირებულებით 2 500 000 ლარი, ხოლო სამშენებლო კომპანიის შენატანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (ანუ მოთხოვნა), რომლის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 6 026 000 ლარის ოდენობით. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა და ექსპლოატაციაში შევიდა 2012 წლის აპრილში.


GLCC-ს პოზიცია ასეთი იყო: მოპასუხეთა მტკიცება, რომ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სახით არ არის აქტივი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამხანაგობაში „შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით’’. სამშენებლო კომპანიის მიმართ ამხანაგობას 2008 წლიდან გააჩნდა შენატანის შეტანის მოთხოვნის უფლება, ამავდროულად, სამშენებლო კომპანიას გააჩნდა ვალდებულება ამხანაგობის წინაშე განეხორციელებინა შენატანი ამხანაგობაში ანუ აეშენებინა შენობა, რომელიც მან შეასრულა/შეიტანა შენატანი ამხანაგობაში 2012 წელს.  


„საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გახლდათ, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საქმე განსახილველად ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს გადაუგზავნა, რომელმაც მართალია, შეცვალა საგადასახადო ორგანოების პირველადი კვალიფიკაცია, რამაც დარიცხული გადასახადის 1 280 000 ლარით შემცირება გამოიწვია, თუმცა დარჩენილი გადასახადის ნაწილში დავა სასამართლოში გაგრძელდა,“ - საკითხის დეტალებზე საუბრობს იურიდიული ფირმა GLCC მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.


შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ხანგრძლივი განხილვებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად, 2015 წლის 10 ივლისს იურიდიული ფირმა GLCC-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სამშენებლო კომპანიისათვის დამატებით გადასახადელი გადასახადების დარიცხვის თაობაზე შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი აქტები ბათილად ცნო. 


მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა. „მართალია, სააპელაციო სასამართლომ მცირედ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა, მისი 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სადავო აქტების ბათილად ცნობის საკითხი ძალაში დარჩა. საბოლოოდ, საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 23 ივნისს განიხილა და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ - განმარტავს ირაკლი გაფრინდაშვილი. 


როგორც ირკვევა, სასამართლომ გაიზიარა იურიდიული ფირმის არგუმენტაცია და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. საბოლოოდ, სასამართლომ სამშენებლო კომპანიის შენატანი განიხილა, როგორც მიმღებისათვის მშენებლობის მოთხოვნის უფლება, რომელიც რეალიზდებოდა დროთა განმავლობაში და დასრულდა 2012 წელს და დაადგინა, რომ შენატანი ამხანაგობაში - მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა წარმოადგენს აქტივის სახით შენატანს და 2004 წლის საგადასახადო კოდექსის (საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა) 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება.



ევროპის საბჭოს შენობაში პარლამენტის ორგანიზებით ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოიფინა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ჩეხი ფეხბურთელი ფრანტიშეკ რაიტორალი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და თურქეთის "გაზიანტეპსპორის" მცველი ფრანტიშეკ რაიტორალი ქალაქ გაზიანტეპში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

14 ოპოზიციური პარტია არარსებულ კანონპროექტში ცვლილებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.

ლიმფომა და ქვედა კიდურების განგრენა - მწერალთა კავშირის წევრს სასწრაფო დახმარება სჭირდება

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, "იმედის გმირ" თამარ გავაშელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

საგარეო მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2017 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა.

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი შენობაში არსებულ 60 კვადრატულ ნაწილს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რელიგიის საკითხთა კომისია სასულიერო პირების პირადი მონაცემებს აგროვებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციებს სასულიერო პირების სია, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე სასულიერო ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

29 წლის ნინო ბახტაძეს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ დახმარება ესაჭიროება

29 წლის ნინო ბახტაძეს დახმარება ესაჭიროება. მას ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა, რის გამოც, მკურნალობა თურქეთში უნდა გააგრძელოს. 

ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

ხვალ, 25 აპრილს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა თხილნარში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს

ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენელმა ვაჟა ბერიძემ სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში "სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართა ხელვაჩაურშ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბენეფიციარებს ყავარჯნები და ეტლები გადასცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ ადამიანებს ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები დაურიგდათ.

კამპანია #დაზოგეწყალი - რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი?

კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება.

ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტნის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად

მერვე კლასის ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტანის ცუმადინის რაიონის სკოლაში კომპიუტერულ კლასში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავდა 11 მოსწავლე.

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4100 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.62 თეთრი შეადგინა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებულია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო, შესრულებულია.

ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

თურქეთში "დედა ენის“ დღე აღნიშნეს

თურქეთში საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში "დედა ენის" დღე აღნიშნეს.