კატეგორიები

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკარაგუაში ჩავიდნენ, რათა დღეს, მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრონ. 

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმოადგენლები, რომელსაც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ხელმძღვანელობს, ნიკარაგუას მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეხვდებიან. 


ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ 2008 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთი და ცხივნალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, რითაც ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა სცნო.



2009 წლის შემოდგომაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ნიკარაგუას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, ასევე გაფორმდა საგარეო საქამეთა სამინისტროებს შორის შეთანხმება, რომლელიც უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს პოლიტიკურ, ტექნიკურ-სამეცნიერო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპირება მოახდინა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.




ევროპის საბჭოს შენობაში პარლამენტის ორგანიზებით ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოიფინა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ჩეხი ფეხბურთელი ფრანტიშეკ რაიტორალი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და თურქეთის "გაზიანტეპსპორის" მცველი ფრანტიშეკ რაიტორალი ქალაქ გაზიანტეპში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

14 ოპოზიციური პარტია არარსებულ კანონპროექტში ცვლილებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.

ლიმფომა და ქვედა კიდურების განგრენა - მწერალთა კავშირის წევრს სასწრაფო დახმარება სჭირდება

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, "იმედის გმირ" თამარ გავაშელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

საგარეო მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2017 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა.

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი შენობაში არსებულ 60 კვადრატულ ნაწილს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რელიგიის საკითხთა კომისია სასულიერო პირების პირადი მონაცემებს აგროვებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციებს სასულიერო პირების სია, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე სასულიერო ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

29 წლის ნინო ბახტაძეს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ დახმარება ესაჭიროება

29 წლის ნინო ბახტაძეს დახმარება ესაჭიროება. მას ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა, რის გამოც, მკურნალობა თურქეთში უნდა გააგრძელოს. 

ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

ხვალ, 25 აპრილს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა თხილნარში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს

ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენელმა ვაჟა ბერიძემ სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში "სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართა ხელვაჩაურშ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბენეფიციარებს ყავარჯნები და ეტლები გადასცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ ადამიანებს ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები დაურიგდათ.

კამპანია #დაზოგეწყალი - რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი?

კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება.

ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტნის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად

მერვე კლასის ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტანის ცუმადინის რაიონის სკოლაში კომპიუტერულ კლასში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავდა 11 მოსწავლე.

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4100 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.62 თეთრი შეადგინა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებულია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო, შესრულებულია.

ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

თურქეთში "დედა ენის“ დღე აღნიშნეს

თურქეთში საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში "დედა ენის" დღე აღნიშნეს.