კატეგორიები

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია "მაქსიმის" 300-მდე მძღოლი მგზავრთა გადაყვანაზე უარს აცხადებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების მიუხედავად, მათი კომპანია ტარიფს არ ზრდის, რის გამოც აღნიშნული სატარიფო განაკვეთით მათთვის მუშაობა შეუძლებელია.


"2 ლარზე გვამუშავებენ. საწვავი და ზეთი გაძვირებულია, ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს. ყველაფერი გაიზარდა, ჩვენი ტარიფის გარდა", - ამბობს ტაქსის მძღოლი მიხეილ გუმბერიძე.


აქციის მონაწილეებს კომპანია "მაქსიმში" გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტარიფი უკვე გაზრდილია, მძღოლების პროტესტი კი მათთვის გაუგებარია.


"ბოდიშს ვუხდით, იმ მგზავრებს, რომლებმაც ჩვენს კომპანიაში დარეკეს, თუმცა იმის გამო, რომ მძღოლების ნაწილი გაფიცულია, მათთან ტაქსი ვერ მივიდა. ჩვენ ტარიფი უკვე გაზრდილი გვაქვს, თუმცა კიდევ უფრო გაზრდას მოითხოვენ, რაც არ მოხდება,"- აცხადებენ "მაქსიმის" ადმინისტრაციაში.


 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ:

1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, 1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე, საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე- 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტომობილის ზეთებზე- 400-დან 800 ლარამდე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე - 400-დან 800 ლარამდე.



აღნიშნულ ცვლილებების შემდეგ საცალო გაყიდვების ქსელში ყველა სახის საწვავის ფასი გაიზარდა. მათ შორის, ბენზინზე 15 თეთრიან ზრდა ფიქსირდება, ხოლო დიზელზე 7–15 თეთრით. ავტოგაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.



დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა კარდიფში შეხვედრები გამართა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ქ. კარდიფში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უელსის მინისტრთან, კარვინ ჯონსთან, უელსის ხელისუფლებისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან.

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

29-30 ივნისს თბილისში სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება

29-30 ივნისს თბილისში, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მოწვევით, უკვე ტრადიციად ქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი ჩატარდება.

პარლამენტში კამპანია “#განიკურნეს“ ფარგლებში C-ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

“#განიკურნე“ - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში, დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს.

საქართველოში ბენზინი და დიზელი გაიაფდება

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის გაიაფება პირდაპირ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რაზეც მეტყველებს საწვავის 6 თეთრით გაიაფება.

დეპუტატი საარჩევნო სისტემის ოპოზიციისეულ აღქმას არ ეთანხმება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ხედვა მომავალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული სახის კითხვის ნიშნებს უჩენს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა. ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, კონსტიტუცია ევროპული სამართლის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაზე ლეგიტიმაცია მთავარია ხალხთან იყოს მიღწეული და ქვეყნის მთავარი კანონი ევროპული სამართლის პრინციპებს აკმაყოფილებდეს.

საქართველოს საზღვართან დღეს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვარზე დღეს დაკავებული ჟურნალისტი, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი, დღესვე გაათავისუფლეს ყაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან.

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც ქართველი პროკურორები საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გაეცნენ.

მინისტრის თქმით, უშიშროების საბჭო ქმედითი არ არის

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უშიშროების საბჭო იყო უფრო ქმედითი და ლეგიტიმური, როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.

მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებში გარკვეულ საკითხებზე კონსესუსი შეუძლებელია

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არის გარკვეული საკითხები, რომელზეც კონსესუსი შეუძლებელია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქუთაისელები კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის გასხვისებას აპროტესტებენ

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები ქუთაისელები საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი კაფე-ბარ "ფლამინგოს" მფლობელებზე გასხვისდა.

ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატი პატრიარქთან შეხვედრისა და სხვა საკითხებს განიხილავენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი და მისი ადვოკატი ბოლოდორინდელ მოვლენებს, კერძოდ, უწმინდესთან შეხვედრის ფრაგმენტებსა და ხვალინდელ სასამართლო პროცესისთვის მზადების საკითხებს განიხილავენ.

ბაქოში ტელეკომპანიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ბაქოში კაბელური ტელეკომპანიის "Aile TV" ოფისს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, წყალწითელას ხიდზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს.

მოსკოვში ალკოჰოლური მოწამვლით 3 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში დაუდგენელი სპირტის შემცველი სითხის მიღების შედეგად. კიდევ 6 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს გააცნეს "სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში.

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

პრემიერმა მე–6000000 ტურისტის რეკლამის ავტორებს კანის ფესტივალზე წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მეექვსემემილიონე ტურისტის საქართვეოში ჩამოსვლის ამსახველი ვიდეორგოლის წარატება ავტორებს მიულოცა.