კატეგორიები

კომპანია “დირსის” სახე მერაბ ნინიძე გახდა – განძის ძიება და საქველმოქმედო ფონდის მიზნები

სამშენებლო კომპანია “დირსის” საიმიჯო სახე ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი – მერაბ ნინიძე გახდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თუ სარეკლამო რგოლების აქტიური მონაწილე და “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის ხშირი სტუმარი იქნება.


როგორც “სითი კვირას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, არჩილ თავბერიძემ განუცხადა, მერაბ ნინიძესთან თანამშრომლობა წელს დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება.


მისივე თქმით, საიმიჯო სახის შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი. ცნობადობის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სხვა დეტალებიც, კერძოდ, რომელი თაობის წარმომადგენელია, რა სტატუსი აქვს, რამდენად პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რამდენად შეესაბამება მისი ტიპაჟი ბრენდის იმ ტიპაჟს, რომლის განვითარებასაც გეგმავენ და სხვა. “ამ რთული პროცესის შემდეგ, საბოლოოდ მივედით მერაბ ნინიძემდე. მოლაპარაკებების პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, საკმაოდ სწრაფად დაგვთანხმდა. მას ჩვენგან საჩუქრად გადაეცა ბინა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში”,- აცხადებს


რჩილ თავბერიძე. მისივე ინფორმაციით, თავად საცხოვრებელი კომპლექსი სრულად მოიცავს 46 ჰა. მიწის ფართობს, თუმცა, ამჟამად მშენებლობა მხოლოდ 10 ჰა-ზეა დასრულებული.


2017 წელი კომპანიამ საქველმოქმედო ღონისძიებით დაიწყო, რისთვისაც მერაბ ნინიძე თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. კერძოდ, 6 იანვარს “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლო-საშობაო განწყობამ მოიცვა. პატარებისთვის მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც გასართობი პროგრამები და უამრავი სიურპრიზი მოამზადეს. თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი, ელფები და ყველასთვის საყვარელი სხვა პერსონაჟები ბავშვების საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ. ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრებიც ჰყავდა: ორგანიზაცია „ადამიანი, ოჯახი, საზოგადოების“ აღსაზრდელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მოზარდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. საღამო მუსიკალურად გააფორმა “გუფილენდმა” და ღონისძიების სტუმრებს ლამაზი დღის ლამაზი დასასრული უზრუნველყო.


“დირსის” მომხმარებლისთვის დღის მთავარი სიურპრიზი იყო სპეციალური ინტელექტუალურ-სპორტული კონკურსი – “განძის ძიება”, რომლის ექვსმა იღბლიანმა მონაწილემ სოლიდური პრიზები მოიპოვა. პირველ ეტაპზე, მონაწილეებს, სპეციალურად შედგენილი, ერთნაირი ლაბირინთი დაურიგდათ, რომლითაც განძის კორპუსი უნდა ეპოვათ. კორპუსში მისულებს კი ახალი თავსატეხი განძის სართულებისკენ გზას მიასწავლიდა. თითო პრიზი, ჩაკეტილი ზარდახშის სახით, სხვადასხვა სართულის ერთ-ერთ ბინაში იყო დამალული. თითოეულ ყუთში პრიზის შესაბამისი, სიმბოლური ნივთი იდო. მოპოვებული ზარდახშები კონცერტის მსვლელობისას, მერაბ ნინიძესთან ერთად გახსნეს. სულ 6 პრიზი გათამაშდა: ბორჯომის „ქრაუნ პლაზაზე“ დაუვიწყარ დღეებს ვასილ ონიანი გაატარებს; ლოპოტას ტბაზე ხათუნა დოგუზაშვილი დაისვენებს ოჯახთან ერთად; ტურისტული სააგენტო “Next Travel”-ის 2000 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერის მფლობელი ირმა ბერაია გახდა; ტექნიკის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი დიანა კვინიკაძეს გადაეცა; ავეჯის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი მერაბ დუკაშვილმა მოიპოვა; სუპერ პრიზი, ავტომობილი “Kia Rio” – ს გასაღები კი საზეიმოდ დავით ჯიჯავაძეს გადასცეს.


არჩილ თავბერიძის ინფორმაციით, საახალწლო აქციის ფარგლებში, ფასდაკლება15 იანვრამდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელმა კომპლექსმა – “დირსი”, საქველმოქმედო ფონდი ორი თვის წინათ შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამშენებლო ბიზნესში ეს უპრეცედენტო ფაქტია. ამ ეტაპზე, ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებად, აუცილებელი პირველადი საჭიროების მქონე ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრა.

წინასაახალწლოდ ფონდმა საკვები და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტებით, რამდენიმე ოჯახი გაახარა. ასევე, აქციის ფარგლებში, “დირსის” ფონდი, მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსთან” ერთად, ბავშვთა სახლ “რწმენას” ეწვია და საკვებ პროდუქტებთან და ტკბილეულთან ერთად, ნაძვის ხე გადასცა, რომელიც პატარებთან ერთად ადგილზევე მორთეს. “ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორატიულ, სოციალურ პასუხისმგებლობას, ამ მხრივ, არაერთ ღონისძიებას ვმართავთ, თუმცა ამის აფიშირებას არ ვახდენთ. რამდენიმე თვის წინ დავაფუძნეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც ფინანსური რესურსი ბინების გაყიდვიდან შემოსული თანხით გენერირდება. საქველმოქმედო აქციებს გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ კომპლექსის ტერიტორიაზე და ვცდილობთ, სოციალურად დაუცველი თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩავრთოთ. პირველ ივნისს საქველმოქმედო ღონისძიება გავმართეთ სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების მონაწილეობით. მომავალშიც ვაპირებთ გავაფართოვოთ ასეთი საქმიანობა. ეს საკმაოდ კარგი პრეცედენტია, თუ სხვებიც გამოიჩენენ მსგავს ინიციატივას და შექმნიან საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ძალიან კარგია, როდესაც კარგ საქმეში პირველი ხარ”,- განაცხადა “სითი კვირასთან” საუბრისას არჩილ თავბერიძემ.



ევროპის საბჭოს შენობაში პარლამენტის ორგანიზებით ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოიფინა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ჩეხი ფეხბურთელი ფრანტიშეკ რაიტორალი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და თურქეთის "გაზიანტეპსპორის" მცველი ფრანტიშეკ რაიტორალი ქალაქ გაზიანტეპში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

14 ოპოზიციური პარტია არარსებულ კანონპროექტში ცვლილებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.

ლიმფომა და ქვედა კიდურების განგრენა - მწერალთა კავშირის წევრს სასწრაფო დახმარება სჭირდება

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, "იმედის გმირ" თამარ გავაშელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

საგარეო მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2017 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა.

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სავაჭრო ცენტრ "საბას" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი შენობაში არსებულ 60 კვადრატულ ნაწილს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რელიგიის საკითხთა კომისია სასულიერო პირების პირადი მონაცემებს აგროვებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციებს სასულიერო პირების სია, მათი პირადი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე სასულიერო ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

29 წლის ნინო ბახტაძეს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ დახმარება ესაჭიროება

29 წლის ნინო ბახტაძეს დახმარება ესაჭიროება. მას ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა, რის გამოც, მკურნალობა თურქეთში უნდა გააგრძელოს. 

ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

ხვალ, 25 აპრილს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა თხილნარში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს

ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენელმა ვაჟა ბერიძემ სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურში დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში "სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართა ხელვაჩაურშ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სარფის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბენეფიციარებს ყავარჯნები და ეტლები გადასცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ ადამიანებს ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები დაურიგდათ.

კამპანია #დაზოგეწყალი - რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი?

კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება.

ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტნის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად

მერვე კლასის ერთი მოსწავლე დაიღუპა დაღესტანის ცუმადინის რაიონის სკოლაში კომპიუტერულ კლასში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავდა 11 მოსწავლე.

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4100 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.62 თეთრი შეადგინა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებულია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო, შესრულებულია.

ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

თურქეთში "დედა ენის“ დღე აღნიშნეს

თურქეთში საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში "დედა ენის" დღე აღნიშნეს.