უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7403 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.47 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა. 


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7263 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.3311 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 იანვრიდან შევა ძალაში.



სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

თურქეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ორი ქალი დეპუტატი დაშავდა
ორი ქალი დეპუტატი დაშავდა თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს მომხდარ ჩხუბში. რეფორმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას გულისხმობს.
ლაგოდეხში პოლიციელმა კაცი დაჭრა

პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოში 2017 წელს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და 2017 წელს შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ უთხრა.

იტალიაში ზვავში მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში 6 ცოცხალი ადამიანი იპოვეს
ექვსი გადარჩენილი ადამიანი იპოვეს იტალიაში 18 იანვარს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანკრეულ სასტუმროში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს სპორტის სასახლეში. ყრილობას 7 ათასი დელეგატი და 3 ათასამდე სტუმარი ესწრება.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ "თურქული ნაკადის" შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გაზსადენის “თურქული ნაკადი” მშენებლობის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

"GRECO"-მ  საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), 2017 წლის 17 იანვარს, საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

ქობულეთში დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის კაცს სამართალდამცველები მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

Worldskills Georgia გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებს
თბილისის საკრებულოში Worldskills Georgia -ს ეროვნული შეჯიბრების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
"ყაზტრანსგაზი" ლუბლიანას ქუჩაზე გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის შესახებ იუწყება
თბილისში, დიღმის რაიონში გაზმომარაგების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვეიცარიის პრეზიდენტმა პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობის მომხრეა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს ვენეციის კომისიასთან სამუშაო ვიზიტს და მიიჩნევს, რომ შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის არ უნდა იყოს.

ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა
ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა და ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა.