ერთჯერადი ლარიზაციის გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სესხების ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, ერთჯერადი ლარიზაციის გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

2017 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლარიზაციის გეგმის განხორციელება სწორი პროცესია.


"საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთა ერთად შეიმუშავა სესხების ლარიზხაციის გეგმა. ჩვენ ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან, ერთჯერადი ლარიზაციის სქემა კი 17 იანვრიდან ამოქმედდება. დღეს ფინანსთა მინისტრს გამოაქვს მთავრობაზე დასამტკიცებლად კონკრეტული დეტალები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. მინდა ვთხოვო ფინანსთა მინისტრს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთოს დეტალური განმარტება ამ პროცედურის შესახებ, რათა ყველა შესაძლო შეკითხვა ამოიწუროს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობისა და საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შეცვლას დოლარზე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი",- განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2017 წლის პირველ სხდომას მთავრობის ადმინისტრაციაში მართავენ.

დღის წესრიგით 34 საკითხია გათვალისწინებული, რომელთა შორის მთავრობის მიერ შემუშავებული ლარიზაციის გეგმაა.


განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ".


ლარიზაცია - ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ. ლარიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს: ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, უფრო მეტად დაზარალდნენ. 



სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
აჭარაში ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება, შესაძლოა, ვადაზე ადრე შეუწყვიტონ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე შეუწყვიტოს. ამის შესახებ "პირველს" აჭარის უმაღლესმა საბჭოში განუცხადეს.