კატეგორიები

საქართველოში სამი ახალი საწარმო შეიქმნება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცხეთის, ჩხოროწყუსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სამი ახალი საწარმო შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება მილიონ 300 ათას ლარამდე ინვესტიცია.


პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომლისთვისაც 130 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


ჩაის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰექტარი მიწის ფართობი.


მტავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ოჯახებში შესული სარგებლის კავშირზე.


"თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სახელმწიფოს მიერ არის ეს პროექტები დაწყებული. ისინი უპირველეს ყოვლისა, აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მაცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობირივი წარმოების პოტენციალის შექმნის თვალსაზრისით
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება მყარი შეგნება, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი. ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2017 წლის პირველ სხდომას მთავრობის ადმინისტრაციაში მართავენ. დღის წესრიგით 34 საკითხია გათვალისწინებული, რომელთა შორის მთავრობის მიერ შემუშავებული ლარიზაციის გეგმაა.


განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ".



აჭარის მთავრობა ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი 11-12 მარტს აჭარაში განვითარებული მოვლენებზე ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება

სლოვაკეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო და ევროპული საქმეების სამინისტრომ გააკეთა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროკურატურამ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და მიზეზად საქმეში არსებული საიდუმლო მასალები დაასახელა. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მზის შვილების“ ნახატების გამოფენა გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა ხვალ, 19:00 საათზე გაიხსნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა

დღევანდელი მონაცემებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს 18:00 საათზე სრულდება.

თბილისი 2018 წელს ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი იქნება

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.

მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

დღეს, 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები.

ბათუმში სპორტული ფედერაციები საქმიანობას ახალ გარემონტებულ შენობებში აგრძელებენ

ბათუმში სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა დასრულებულია.

50%-ით მეტი მეგაბაიტი ჯეოსელისგან ევროკავშირში მოგზაურობისას

ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტს ჯეოსელიც უერთდება.

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს.

ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან.

სასამართლომ სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო. 

იტალია შენგენის წევრობას დროებით აჩერებს

იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს.

სადახლოზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (143.45 გრამი) აღმოაჩინეს. 

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ბარგი ეჭვის საფუძველზე დათვალიერეს და არადეკლარირებული სიგარეტი (8400 ღერი) აღმოაჩინეს.

29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4455 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

მომხმარებელთა ინტერესების დამცველი “სილქნეტის” მიმართ საჩივრების გახშირებაზე საუბრობს

საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 208 საჩივარი მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კომპანია “სილქნეტის” მიმართ დაფიქსირდა.

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე აღნიშნეს

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით “წყალი“ გაიმართა.

ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა 27 მარტს განახლდა. გარდა ე.წ. ახალი პასპორტებისა, ასევე დაიწყო "მაცხოვრებლის სტატუსის" აღმნიშვნელი ბლანკების გაცემა.