კატეგორიები

პრემიერი ვარდების მოედანთან მდებარე ბარების პრობლემის მოგვარებას კატეგორიულად მოითხოვს

ვარდების მოედანთან მდებარე ბარებში არსებული სიტუაციის მოგვარებას კატეგორიულად ითხოვს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საკითხის შესწავლა მან შს მინისტრს დაავალა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში, სამწუხაროდ, კანონდარვევები ხდება.


"ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები, შემდეგ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მინდა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დავავალო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა, როგოც მე ვიცი ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ, და სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია, მე მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კანონით მთავრობას საშუალება აქვს ასეთ შემთხვევებში უფლებები დაიცვას.


"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში. ასევე, მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს, ადამიანის უფლებების საკითხში, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერსდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში, თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის. თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ბოლო რამდენიმე წელია განხილვის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ირანულ და თურქულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. 2013 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებში დაცვის თანამშრომლები ამბობდენ, რომ მათ ამგვარი მითითება უფროსებისგან ჰქონდათ მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, აზიელები ბარში არშეშვების მიზეზად ეროვნებით ქართველი მამაკაცების არასათანადო ქცევას ასახელებდნენ.



152-მდე გაიზარდა პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.

ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია 140-დან 71 მანდატის მფლობელი იქნება. მეორე ადგილზე ოპოზიციური "დემოკრატიული პარტია" გავიდა.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავა.

კანადის ქართველი მოქალაქე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის "ქართველი" შერიფი მერაბ ტაბიძე, თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახური ავრცელებს.

9 ადამიანი ემსხვერპლა კოლუმბიაში გემის ჩაძირვას

9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას კოლუმბიაში. გემი, რომელსაც პოპულარულ კურორტზე მდებარე ტბა პენიოლიზე ტურისტები გადაჰყავდა, ჩაძირვა დაიწყო.

ინდოეთში საბაგირო ვაგონის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

7 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად ინდოეთში.

"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა დღეს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 26 ივნისს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქ. N 8-თან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალსადენის 900 მმ-იანი  მაგისტრალური  ქსელი დაზიანდა.

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს.

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული გამოვლინდა

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული "96-იანების ნაკრები" გახდა, მეორე ადგილი "დინამო თბილისმა" მოიპოვა.

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ ციანიდი საქმეის პირველ მოწმზე, ჟურნალისტზე ირაკლი მამალაძეზე განხორციელური შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურაში განუცხადეს.

პარლამენტის სპიკერის აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუციასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ღია ეთერში საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ისურვა, რადგან მას სათქმელი არაფერი აქვს.

ბათუმში პირველი ავია შოუ გაიმართა

პირველად ბათუმში დღეს ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციაზე სასაუბროდ რესურსი აღარ დარჩა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.

ჟურნალისტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ე.წ. ციანიდის საქმის პირველმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურაში, "რუსთავი 2-ში" გასული სიუჟეტის გამო, საჩივარი შეიტანა, რადგან ეს მიმართული იყო მისი რეპუტაციის შელახვისკენ.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაპირება იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე “იმედის კვირა“-ში სტუმრობისას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა აბსოლუტური ფორმით და სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა რეგულაცია.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანებში მსხდომი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.

ბერლინმა დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის წევრების შესვლა აკრძალა

ბერლინის ხელისუფლება დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის 12 წევრს შესვლის უფლების მიცემას არ აპირებს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ერდორანის დაცვის წევრებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები ცემეს.