კატეგორიები

პრემიერი ბარებში ქართველი არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვის გამო შეშფოთებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ვარდების მოედანთან" მდებარე ბარებში არსებული პროსტიტუციის ფაქტებით შეშფოთებულია, რის გამოც ის კონკრეტული ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.

მთავრობის მეთაურმა უცხოურ ბარებში არსებულ სირტუაციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ბარებში ეროვნებით ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. თუმცა, მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დამატებითი განმარტება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საკითხის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.


"როგორც დავაკვირდი, თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით გამოიტანეს დასკვნები. ღამის კლუბებში, რომელიც ძირითადად "ვარდების მოედნის" ქვეშ არის, სამწუხარო რეალობაა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ ამ ბარებში, თუმცა რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ასე გაიგო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ამ კლუბებში ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი ამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება. სწორედ ამიტომ, არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება აღნიშნულ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების გატარება დავაავლე შს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს. ჩემი მთავარი წუხილი არის ის, რომ ქართველი მამაკაცების ბარებში არშეშვების პრობლემა იმ კუთხით არის, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგოების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შეურაცხყოფა. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა გადაწყდეს.


არავითარ შემთხვევაში ემოციების აგორება არ უნდა მოხდეს, თუმცა კანონმდებლობის გათვალისწინებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში. კარგად მესმის, რომ ეს ემოციური საკითხია, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი კანონდარღვევას ეხება, რომლის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს ინვესტიციას",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრისთვის განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ პროსტიტუციაში არასრულწლოვანების ჩართვა ხდება. 


"ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ აღნიშნულ ბარებში უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს.  ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და არ უნდა დავმალოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საკითხის მოგვარება ემოციების ფონზე მოხდეს. სწორედ ამიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღონ",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


ბოლო რამდენიმე წელია განხილვის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ირანულ და თურქულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. 2013 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებში დაცვის თანამშრომლები ამბობდენ, რომ მათ ამგვარი მითითება უფროსებისგან ჰქონდათ მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, აზიელები ბარში არშეშვების მიზეზად ეროვნებით ქართველი მამაკაცების არასათანადო ქცევას ასახელებდნენ.



აჭარის მთავრობა ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი 11-12 მარტს აჭარაში განვითარებული მოვლენებზე ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება

სლოვაკეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო და ევროპული საქმეების სამინისტრომ გააკეთა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროკურატურამ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და მიზეზად საქმეში არსებული საიდუმლო მასალები დაასახელა. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მზის შვილების“ ნახატების გამოფენა გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა ხვალ, 19:00 საათზე გაიხსნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა

დღევანდელი მონაცემებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს 18:00 საათზე სრულდება.

თბილისი 2018 წელს ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი იქნება

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.

მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

დღეს, 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები.

ბათუმში სპორტული ფედერაციები საქმიანობას ახალ გარემონტებულ შენობებში აგრძელებენ

ბათუმში სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა დასრულებულია.

50%-ით მეტი მეგაბაიტი ჯეოსელისგან ევროკავშირში მოგზაურობისას

ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტს ჯეოსელიც უერთდება.

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს.

ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან.

სასამართლომ სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო. 

იტალია შენგენის წევრობას დროებით აჩერებს

იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს.

სადახლოზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (143.45 გრამი) აღმოაჩინეს. 

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ბარგი ეჭვის საფუძველზე დათვალიერეს და არადეკლარირებული სიგარეტი (8400 ღერი) აღმოაჩინეს.

29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4455 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

მომხმარებელთა ინტერესების დამცველი “სილქნეტის” მიმართ საჩივრების გახშირებაზე საუბრობს

საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 208 საჩივარი მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კომპანია “სილქნეტის” მიმართ დაფიქსირდა.

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე აღნიშნეს

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით “წყალი“ გაიმართა.

ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა 27 მარტს განახლდა. გარდა ე.წ. ახალი პასპორტებისა, ასევე დაიწყო "მაცხოვრებლის სტატუსის" აღმნიშვნელი ბლანკების გაცემა.