კატეგორიები

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ახორციელებენ

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები, მარიხუანას საჯაროდ დათესვის ფაქტზე, ჩხრეკას აწარმოებენ, რის გამოც თანამშრომლებს პარტიის ოფისს ატოვებინებენ.


ჯფარიძის თქმით, პარტია ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს.


მისთვის გაუგებარია რატომ მოვიდნენ სამართალდამცველები ოფისში დღეს, როდესაც მათ იგივე ქმედების განხორციელება 31 დეკემბერსაც შეეძლოთ, როდესაც "გირჩის" წარმომადგენლებმა მარიხუანა პირდაპირ ეთარში დათესეს.

 

"დღეს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ ჩხრეკის უფლება აქვთ. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში. ამ ეტაპზე, ოფისს გვაცლევინებენ. სხვა რას გააკეთებენ ჯერჯერობით არ ვიცი. ჩვენ 31 დეკემბერს სამოქალაქო დუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინეთ, მიზანმიმართულად დავარღვიეთ სს კოდექსის 265-ე მუხლი. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, ეს არ არის კონკრეტულად მარიხუანას საქმე, რადგან მნიშვნელობა არ აქვს მარიხუანა იქნება აკრძალული თუ სხვა რამე, ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში",- განაცხადა ჯაფარიძემ.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას 2–დან 5 წლამდე.


პარტიის წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანა პირდაპირ ეთერში დათესეს.


საქართველოს შს სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 



ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიაზე თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა თავის თავზე აიღო.

საქართველო 1 : 3 სერბეთი - საქართველოს ეროვნული ნაკრები დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს. მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა. მატჩის 86-ე წუთზე სერბეთმა მესამე გოლი გაიტანეს.

საქართველო 1:3 სერბეთი – მატჩის 86-ე წუთზე სერბეთმა მესამე გოლი გაიტანეს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს. მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა. 

პრეზიდენტის, აზრით ქვეყნისთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველოს სახელმწიფოსთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია.

ყაზანში დენთის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ყაზანის დენთის ქარხანაში ხანძარი ამ წუთებშიც მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

საქართველო 1:2 სერბეთი – მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს.

პატიმრები ტუბერკულოზს დაამარცხებენ

პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია და ყველა სერვისი – გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა და მედიკამენტები თავისუფლებაშეზღუდული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია.

საქართველო 1:1 სერბეთი – პირველი ტაიმის მიწურულს სერბებმა ანგარიში გაათანაბრეს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს.

პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, "თუ კანონზე ხელს არ აწერ, ამით პოლიტიკურ განაცხადს აკეთებ", ამიტომ ის ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს. 

სააკაშვილი საკუთარ თოქ–შოუს წაიყვანს უკრაინულ არხზე

საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინულ არხზე Zik თავის თოქ–შოუს გაუძღვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს.

ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მერიისგან შეთავაზებულ 3 000 ლარზე უარი განაცხადეს

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარი შენობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მერიისგან შეთავაზებულ ერთჯერად დახმარებაზე, რომელიც 3 000 ლარს შეადგენს, უარი განაცხადეს.

საქართველო 1:0 სერბეთი – მატჩის დაწყებიდან მეხუთე წუთზე საქართველოს ნაკრები იგებს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში.

რუსთაველი მიტროპოლიტის აზრით, გამოძიებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მასთან კითხვები არ ექნება

რუსთაველი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს აზრით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებას მასთან კითხვები არ ექნება, რადგან საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ არ იცნობს.

საქართველოსა და სერბეთის საფეხბურთო ნაკრებების შესარჩევი მატჩი დაიწყო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის D ჯგუფში V ტურის მატჩს სერბეთის ნაკრებთან ატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო სტადიონზე" 21:00 სთ-ზე დაიწყო. 

ოკუპანტებმა დღეს გატაცებული 2 ქართველი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ დისევთან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ და 2017 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის. 

პარლამენტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იუბილეს კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი სიტყვით გამოვიდა.

შ.პ.ს. "საქართველოს" 51 %-ს ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გადასცემენ

შ.პ.ს. ტელეკომპანია "საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტს 51%-ს ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცენ, რათა საქმეზე ყოველგვარი გაუგებრობა შეწყდეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს შეხვდა. შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი ბი სი“ ავრცელებს.

საგარეო სამინისტრო საქართველოზე გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.