კატეგორიები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში "მისტიური მომხმარებლის" პროექტი იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)  

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მომსახურების ხარისხის შემოწმებას იწყებს. 

კომისიის ინიციატივით, "მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში 11 იანვრიდან კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.  


"მისტიური მომხმარებლის“ პროექტს განახორციელებს სატენდერო პირობებით შერჩეული კომპანია. პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული ისეთი მომსახურებების შემოწმება, როგორიცაა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა, ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის მოთხოვნა; აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის გაყოფა, საჩივარზე რეაგირება და სხვა. ასევე, შემოწმდება ქოლ-ცენტრის მომსახურება, ქვითარი (ბეჭდური და ელექტრონული) და მასთან დაკავშირებული პროცესები, კომპანიების ოფიციალური ვებ გვერდები და მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების პროცესი.


"მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 21 მსხვილი და საშუალო კომპანია შემოწმდება.

 

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:


1. სს "თელასი“;

2. სს "ენერგო პრო ჯორჯია“;

3. სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;

4. შპს "ყაზტრანსგაზ თბილისი“;

5. შპს "სოკარ ჯორჯია გაზი“;

6. შპს "საქორგგაზი“;

7. შპს "ჩირაღდანი -XXI საუკუნე“;

8. შპს "ვარკეთილაირი“;

9. შპს "ტაბა“; 

10. შპს "ყამარი მ“;

11. სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;

12. შპს "ინტერ გაზი“;

13. შპს "აკრიანი 2006-ი“;

14. შპს "გასკო+“;

15. შპს "დიდი დიღომი“

16. შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;

17. შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

18. შპს "ბათუმის წყალი“;

19. შპს "რუსთავის წყალი“;

20. შპს "ქობულეთის წყალი“;

21. შპს "მცხეთის წყალი“


 





წიგნი ყველა სახლში

რთულია იპოვო ისეთი კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი წიგნი სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და მიიღოთ იგი სასურველ მისამართზე უფასო საკურიერო მომსახურებით.

პროკურორის მოადგილე დეკანოზის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების პროცესში არავის დაკავება არ არის გამორიცხული.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის რეგულაციის დამტკიცება მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის დამტკიცება, ქართველ ხალხს სოციალური ქსელის მეშვეობით ჟენევიდან მიულოცა.

საგარეო მინისტრის მოადგილემ ისრაელის მთავარი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორი რაფაელ ჰარპაზი მიიღო.

პრემიერის თქმით, დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება.

ევროკავშირმა ჩრდილოთ კორეას სანქციები გაუმკაცრა

ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეისთვის ვერტმფრენებისა და საზღვაო ხომალდების მიყიდვას კრძალავს.

ყვარლის ალპურ ზონაში ფრანგი ტურისტი დაშავდა

ყვარელში, ალპურ ზონაში ფრანგი ტურისტი დაშავდა. მაშველები დაშავებულის გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია “თელასი“-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება

27თებერვალს, 19:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად NASA-ში გაემგზავრება .

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5837 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5883 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.46 ლარი შეადგინა

უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეს 2 მარტს განიხილავს

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. საქმე არსებითად "რუსთავი 2"-ის მხარეთა დაუსწრებლად განიხილება.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირი დაასახელა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირი დაასახელა. ამის შესახებ ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თსუ-ში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი ღონისძიებები გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.

ქვემო ქართლში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორ ბაღს აშენებს.

28 თებერვალს გაზმომარაგება 300 აბონენტს შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 28 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა №2 და №4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა

27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. 

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გახსნა.

თავდაცვის მინისტრი მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის ტესტირებას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.

ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების გაზიფიცირება დასრულდა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი სოზარ სუბარი და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მმართველი მამუკა კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ესტუმრნენ. 

გერმანიის მოქალაქეს ტერორისტებმა თავი მოკვეთეს

ფილიპინებზე „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა მძევალს, გერმანიის მოქალაქეს, 70 წლის იურგენ კანტნერს თავი მოკვეთეს.