კატეგორიები

საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს, კერძოდ, თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში სახელმწიფოს პრიორიტეტებსა და მიზნებზე. 


საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტის საქმიანობაში მეტ ჩართულობასა და კოორდინაციას დაჰპირდა. 


"შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ღონისძიებას თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ",-აცნობეს "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან.  

 


მანჩესტერის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მანჩესტერის ცენტრში სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელეს. ამის შესახებ გაზეთი Manchester Evening News იუწყება.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის ქონების დადგენა გამოძიების პრეროგატივაა

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტის დეკანოზ გიორგი მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები ემატება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. 

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. #9, #51, #61 და #87 ავტობუსებში, მგზავრებს, საჩუქრად, 6 სხვადასხვა გამომცემლობის 550 წიგნი გადაეცათ.

25 მაისს, თსუ-ში ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

25 მაისს, 16:00 სთ-ზე თსუ-ის ბიბლიოთეკა ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის “ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას გამართავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ავსტრიის ვიცე-კანცლერს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

მოქმედ დეპუტატსა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს 15 წელი და 17.2 მილიონის გადახდა მიესაჯათ

“რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სოფელ ქვემო ალვანში ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მფრინავის თანასოფლელები და ახლობლები ოსორაულის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

2016 წლის "რჩეული ქობულეთელი" დააჯილდოვეს

სასტუმრო “ჯორჯია პალასში“ 2016 წლის რჩეული ქობულეთელის დაჯილდოება გაიმართა.

​საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. 

ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ინციდენტში დაზარალებულის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ადვოკატი 16:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" პრესკონფერენციას გამართავს. ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უკავშირდება.

მინისტრის თქმით, აუდიტის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზაბ სუბარი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია გასცდა საკუთარ უფლება-მოველეობებს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

ლაშა თორდიას მუქარის შემცველი ვიდეომასალა შსს-ს კაფე-ბარის მენეჯერმა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კაფეში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს. 

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 23 მაისის ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 54.62 აშშ დოლარი შეადგინა.

ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს.

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის სხვა სახელმწიფოში ექსტრადირებას.

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება - რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.